ასისთავა –  ნაწლავების სწორი ფუნქციონირებისთვის

ასისთავა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი როგორც სამკურნალო მცენარე. იგი ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 15-35 სმ, წვრილი ფესვით.

ასისთავას ნაყენის სახით იყენებენ მადის მოსამატებლად, პერისტალტიკის გასაძლიერებლად.

ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ 30 წთ-ით ადრე.

avia.ge aviabiletebi iafad

კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაცივებისა და ციების დროს იყენებენ ასისთავას ნახარშს.

1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ,
ნახევარი საათით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2 კვირის შემდეგ გადადით ასისთავას ბალახის სპირტიან ნაყენზე, რომელიც ასე მზადდება:

აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14
დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, ბოლოს გადაწურეთ. მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ყველა
პრობლემა გამიქრა.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

lui.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები