როგორ გავხდეთ მარტივად და ჯანსაღად უმოკლეს ვადაში
სიმსუქნე ზაფხულში ერთიორად თვალში საცემი ხდება. მე მისგან თავის დაღწევაში
დამეხმარა საზღვარგარეთ მცხოვრები და, რომელმაც იქაური ექიმის რჩევა დარიგებით მომხიბვლელობაც დაიბრუნა და ჰიპერტენზიისა და ვენების დაავადებისგანაც გათავისუფლდა.
ვისაც გახდომა სურს, უნდა მისდიოს აქტიურ ცხოვრების წესს, ერიდოს მაღალკალორიულ საკვებსა და ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს თეთრ პურს, საკონდიტრო ნაწარმს, მაკარონს, კარტოფილს, ტკბილ ხილს, შაქარს, თაფლს, მურაბას.
არც სითხის უზომოდ სმაა რეკომენდებული, განსაკუთრებით ალკოჰოლიანი სასმელებისა.
ახალი თეთრი პურის ნაცვლად ჯობს ორცხობილა მიირთვათ, ისიც - ზომიერად. ხილი არ გაფრცქვათ. რძე მხოლოდ ნაღებმოხდილი სვით. კვერცხი, ხორცი და თევზი არ შეწვათ, მოხარშეთ.
შავი ჩაის ნაცვლად მწვანე სვით; ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 30 მლ ცხელი (პირს უნდა გწვავდეთ) წყალი ის კაპილარებს ასუფთავებს.
გარდა ამისა, კვირაში ერთხელ
მოიწყვეთ განტვირთვის დღე:
რძისა (მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ 5 ჭიქა რძე), ვაშლისა (1,5 კგ ვაშლი), ბრინჯისა და ვაშლისა (მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 800-900 გ ვაშლი, ხოლო 3-ჯერ — ბრინჯის ფაფაც: 25 გ ბრინჯი მოხარშეთ 1 ჭიქა რძეში), ხილისა (1,5 კგ სხვადასხვა ხილი), მაწვნისა, ხაჭოსი, ვაშლიანი ხაჭოსი, კომპოტისა და ა.შ.
ისეირნეთ, რაც შეიძლება მეტხანს. სეირნობისას თუ მოგშივდათ, მიირთვით ხილი, უცხიმო რძე ან უცხიმო ფუნთუშა. ახლა კი გასწავლით დიეტას, რომელიც 10 დღის განმავლობაში 4 კგ-ს დაგაკლებინებთ.
3-4 თვის შემდეგ დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ:
18.00 სთ — ფინჯანი ყავა ან ჩაი;
11.00 სთ — 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 8 ცალი შავი ქლიავი ან მისი პირი;
14.00 სთ - 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი და 100 გ კომბოსტოს ან სტაფილოს
გარნირი, ვაშლი ან ფორთოხალი;
17.00 - სთ — 30 გ ყველი ან ვაშლი
20.00 - სთ 2 — 1 ჭიქა მაწონი.
პარალელურად მიიღეთ სამკურნალო აბაზანა:
აიღეთ თანაბარი რაოდენობით არყის ხის ფოთოლი შეიძლება ტოტებიც), ჭინჭარი,
მარწყვბალახა, ოროვანდის ფესვი და ფოთოლი, ბაბუაწვერა, გვირილა, მატიტელა, შვიტა და ორკბილა. ყველაფერი = გამომშრალი.
დააქუცმაცეთ, 500-700გ ნარევს დაასხით 8-10ლ ცივი წყალი, ადუღეთ 10–15წუთის განმავლობაში, 40-50 წუთით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ და აბაზანაში ჩაასხით. წყლის ტემპერატურა უნდა გესიამოვნოთ. ჩაწექით 5-10 წუთით.
აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილა, მატიტელა, შვიტა, შავბალახა, ბეგქონდარა.
250-300 გნარევს დაამატეთ იმავე რაოდენობის თივის ნაფშვენი, აბაზანა მოამზადეთ პირველ რეცეპტში მითითებული წესით.