mobliurebi
mobliurebi

გასაოცარი რეცეპტი მათთვის, ვისაც ტონზილიტი ან ბრონქიტი აქვს

ქრონიკული ტონზილიტი ჩვეულებრივ ვითარდება ანგინის ან სხვა ისეთი ინფექციური დაავადების (ქუნთრუშა, წითელა, დიფთერია) გადატანის შემდეგ, რომელსაც დაერთვის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლადაც.

დიდი მნიშვნელობა აქვს მიკრობულ (სტრეპტოკოკი, ადენოვირუსი) ალერგიას. ქრონიკულ ტონზილიტს ახასიეთებს ლორწოვანი გარსის დაწყლულება, სასის ნუშურების სისქეში ჩირქგროვების გაჩენა, შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდა.

avia.ge aviabiletebi iafad

ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. ბრონქიტის მარტივი ფორმის პარალელურად არსებობს:

  • ჩირქოვანი ბრონქიტი (ხასიათდება ჩირქოვანი ნახველით)
  • ობსტრუქციული ბრონქიტი (თან ახლავს ბრონქების სპაზმი).

თუ დაავადების ნიშნების გამოვლენის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს, საუბარია მწვავე ბრონქიტზე, ხოლო თუ სიმპტომები უფრო მეტ ხანს გრძელდება (თვეობით, წლობით ) პაციენტს აქვს ქრონიკული ბრონქიტი.

მწვავე ბრონქიტი ინფექციური ფაქტორებით, უპირატესად ვირუსებით, იშვიათად ბაქტერიებით, სოკოებით ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკებით (მტვერი, ალერგენები) არის გამოწვეული

წელიწადის ცივ პერიოდში მე და ჩემი ოჯახის წევრები ხშირად ვცივდებით. ზოგჯერ გაციება გვირთულდება ანგინით, სურდოთი, ხველებით და ფილტვების ანთებითაც კი.

ანტიბიოტიკების მიღებისგან თავის შეკავებას ვცდილობთ, მით უფრო, რომ ამ შინაური წამლის წყალობით მათი გამოყენება აღარც კი აუცილებელი:

დაგჭირდებათ 3-5 წლის ალოე. 2 კვირის განმავლობაში ნუ მორწყავთ. შემდეგ მოაჭერით ტოტი და 7 დღით შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე ბოლოთი ზემოთ.

შემდგომ წვრილად დაკეპეთ. დაკეპილი ალოეთი ნახევრამდე შეავსეთ მინის ქილა, დააყარეთ იმდენი შაქარი, რომ ალოეს 2 სმ-ით ასცდეს, ქილას თავი მოუკარით ორფა დოლბანდით და 3 დღით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.

ამის შემდეგ ქილა ბოლომდე შეავსეთ წყლით, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და კიდევ 3 დღე გააჩერეთ.

მიიღეთ 1 სუფრის კოვზი (ბავშვებს მიეცით 1 ჩაის კოვზი) დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, გამოჯანმრთელებამდე.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება