ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია

ევროპაში მრავლადაა ქალაქები, სადაც უსაფრთხოება, სიმშვიდე და საინტერესო აქტივობებით სავსე გარემო იდეალურ პირობებს ქმნის ოჯახური შვებულებისთვის. გთავაზობთ 5 საუკეთესო მიმართულებას, სადაც ოჯახთან ერთად დროის გატარება ნამდვილად დაუვიწყარი იქნება:

family trip

1. კოპენჰაგენი, დანია

დანია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, კოპენჰაგენი კი მშვიდი, ბავშვებზე მორგებული ქალაქია. აქ შეხვდებით ლეგოლენდს, ტივოლის ზღაპრულ ბაღებს და იდეალურ ველო-ინფრასტრუქტურას. აქტიური დასვენების მოყვარულთათვის და პატარა მოგზაურებისთვის – ნამდვილი სამოთხეა. ამასთან, კოპენჰაგენის ავიაბიალეთები ყველაზე იაფად ქუთასიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ.

  1. ზალცბურგი, ავსტრია
    მშვენიერი ალპური პეიზაჟები, სიმშვიდე და კულტურული ღირსშესანიშნაობები ზალცბურგს საოჯახო შვებულებისთვის სრულყოფილ ადგილად აქცევს. ბავშვებისთვის არის ციხესიმაგრე, საბაგირო გზები და მრავალფეროვანი მუზეუმები, რომლებიც მათ გაერთობენ და განავითარებენ.
  2. ბრიუგე, ბელგია
    ამ პატარა, შუასაუკუნოვან ქალაქს ხშირად „ჩრდილოეთის ვენეციას“ უწოდებენ. ბრიუგეს მყუდრო არხები, ქვის ქუჩები და უგემრიელესი შოკოლადები იდეალურია ოჯახებისთვის, რომლებიც ეძებენ მოდუნებას, სიარულს ფეხით და მშვიდ გარემოში გატარებულ დროს.
  3. სან სებასტიანი, ესპანეთი
    ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე სან სებასტიანი თავისი სუფთა პლაჟებით, ზღვისპირა ბულვარებით და დახვეწილი გემოთი გამოირჩევა. ოჯახებისთვის ქალაქი იდეალურია – საბავშვო გასეირნებისთვის და გემრიელი პინჩოსების გასასინჯად ერთობლივ ლანჩზე.
  4. ჰელსინკი, ფინეთი
    ფინეთის დედაქალაქი – სუფთა, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქალაქია. ჰელსინკიში ბავშვებს ელოდებათ თემატური პარკები, ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი კუნძულზე, რომელსაც საბორანო ბილიკი აკავშირებს ხმელეთთან — რაც თავად უკვე ერთგვარ თავგადასავლად იქცევა.

თუ გეგმავთ საოჯახო დასვენებას ევროპაში, ამ ქალაქებს ნამდვილად უნდა მიაქციოთ ყურადღება. თითოეული მათგანი გთავაზობთ უსაფრთხო, კომფორტულ და აქტივობებით სავსე გარემოს, რომელიც ყველას გააბედნიერებს – პატარებსაც და დიდებსაც.

Facebook კომენტარები
ამინდი
amindi
დასუფთავება