როგორ მოვიშოროთ მაღალი წნევისგან ან ხერხემლის პრობლემებისგან გამოწვეული ხმაური ყურებში ბუნებრი გზებით?
ვარ 38 წლის. ზუსტად 4 წელი ვიტანჯები თავში რაღაც ხმებით... სულ, განუწყვეტლად, ზოგჯეე რამდენიმე ხმა ერთდროულად მესმოდა ხოლმე. განსაკუთრებით ღამით. სისინი,შიშინი,თითქოს ყურთან კოღო დაფრინავდა, ან თითქოს შორიდან ქარის ხმა იამოდა. მითხრეს ძლიერი სტრესის გამო შუა ყურის ნერვი დაზიანდა და არაფერი ეშველებაო... თუმცა, ვიპოვე გამოსავალი!
აქ ჩამოთვლილმა საშუალებებმა მომანიჭა სიმშვიდე! ყველაზე მეტად, ალბათ, ნუშის ზეთს უნდა ვუმადლოდე!
ტინიტუსი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მდგომარეობის სიმპტომი, როგორიცაა:
- ჰიპერტენზია (მაღალი წნევა)
- ხერხემლის პრობლემები
- ყურის დაავადებები
ტინიტუსი, როგორც წესი, ჩნდება ზუზუნის, ან შუილის სახით ყურებში. ყურებში შუილი ხშირად შფოთვასთან ასოცირდება.
სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები
1. ხორბლის ქატო
ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი ხორბლის ქატო
- 1 ჩაის კოვზი ახალი ან გამხმარი წითელი ვარდის ფურცლები
- 300 მლ. წითელი ღვინო
მომზადების მეთოდი:
ღვინოს დაუმატეთ ხორბლის ქატო და წითელი ვარდის ფურცლები. ნარევი დადგით ცეცხლზე ადუღებამდე. ამის შემდეგ, გადაწურეთ ნარევი. მიღებული ნალექი შეფუთეთ სუფთა პირსახოცში და დაიდეთ ყურზე სანამ თბილია.
2. ნუშის ზეთი
დაასველეთ ბამბის ბურთი ნუშის ზეთში და დაიდეთ ყურზე. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ თავს უკეთესად იგრძნობთ და ყურებში ხმაური არ გაქრება.
3. ტრადიციული მედიცინა
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
- 170 მლ. წყალი
მომზადების მეთოდი:
დაასველეთ სიმინდის ფაფა წყალში და გააჩერეთ მთელი ღამე. მეორე დილით აურიეთ ნარევი და დალიეთ უზმოზე.
ეს პროცედურა უნდა გაგრძელდეს 3 კვირა. ამ სამი კვირის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ ალკოჰოლი და ღორის ხორცი ( როგორც იცით, ღორის ხორცი მაღალი წნევის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი საჭმელია)