mobliurebi
mobliurebi

ეს წვენი მსოფლიოში ნომერ პირველია ენერგიის, სისხლის მიმოქცევის და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად! და მისი მომზადება სულ რაღაც 2 წუთში შეგიძლიათ!

ეს წვენი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან გადაღლილობას, რადგან ის უბრუნებს ენერგიას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მომზადებისას ის საკმაოდ მარტივია. მისი არაცვეულებრივი გემო კი დაუვიწყარია! დარწმუნებული ვარ შეგიყვარდებათ.

საუბარია ჭარხლისა და სტაფილოს წვენზე. ექიმები ამ წვენს ურჩევენ თავიანთ პაციენტებს, რომლებიც უჩივიან უენერგიობას და სისუსტეს, რადგან ის იდეალურია ამგვარი მკურნალობის ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გარეშე.

თუ გრძნობთ დაღლილობას, ენერგიის ნაკლებობას და მუდმივად დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ, ალბათ ეს წვენი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ჭარხალი
  • 1 ლიმონი
  • ½ კგ სტაფილო
  • 3 ფორთოხალი
  • 3 ვაშლი
  • 1 კგ თაფლი

მომზადება:

  1. ჭარხალი, ლიმონი, ფორთოხალი და ვაშლი. გააცალეთ მათ კანი და მოათავსეთ ბლენდერში.
  2. დაუმატეთ სტაფილო და თაფლი, სემდეგ კი ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. შეგიძლიათ წვენი შეინახოთ მაცივარში და დალიოთ დილით უზმოზე. რეკომენდებული დოზაა ნახევარი ჭიქა.

თუ ამ წვენს ყოველდღე დალევთ, შედეგს სულ რაღაც 10 დღეში შეამჩნევთ!

რეცეპტსი შემავალი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები:

ჭარხალი მდიდარია აქტიური ნივთიერებებით. მასში ბევრია ორგანული მჟავები და უჯრედისები. ჭარხალი შეიცავს B, C და P ვიტამინებს.  მიკროელემენტებს, კერძოდ, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს, რაც მეტად საჭიროა ყველა ორგანოსა და უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის. ჭარხალი, ასევე, უხვად შეიცავს რკინასა და კობალტს, რაც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას.

ლომონი ამ ხილს აქვს საკმაოდ მდიდარი შემადგენლობა, ის შეიცავს თითქმის ყველაფერს, ცილებიდან დიეტური ბოჭკოებით დამთავრებული. ასეთი მინერალური შემადგენლობა და ვიტამინების უზარმაზარი რაოდენობა ყველა ხილში არ მოიძებნება.

სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ეს უკანასკნელი კი ძალიან სასარგებლოა მხედველობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მცენარეული უჯრედების დიდი რაოდენობის წყალობით, სტაფილო ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს, რითაც ორგანიზმს სიმხნევეს უნარჩუნებს, კანს კი – სასიამოვნო ელფერს.

ფორთოხალი აძლიერებს იმუნიტეტს, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, კარგად მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ციტრუსის მუდმივი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. მას ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და დიდხანს მიღებისას დადებითად მოქმედებს კუჭის შეკრულობის დროს.

ვაშლი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.ვაშლი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა ქოლესტერინის მაღალი დონე. ვაშლი კი ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

თაფლი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მრავალრიცხოვანი ფერმენტები, მიკროელემენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება