საოცარი ნიღაბი სულ რაღაც 3 ინგრედიენტით თმისა და კანის სიჯანსაღისთვის !
საჭირო ინგრედიენტები:
- ნედლი თაფლი
- დარიჩინი
- თმის ბალზამი
- პოლიეთილენის პარკი
როგორ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი თმისთვის?
დაიყავით თმა ნაწილებად და მიღებული ნაზავი ფუნჯით წაისვით სველ თმაზე. ან საუკეთესო გზაა ხელები ამ გასაოცარ ნარევში დაისვაროთ და თმაზე თანაბრად წაისვათ. პასტის ფრთხილად წასმის შემდეგ თმა აწიეთ, შეიკარით და შეახვიეთ პოლიეტილენის პარკით შემდეგ კი ცოტა ხნით გააჩერეთ.
როგორც კი გაშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კარგად ჩამოიბანეთ და შემდეგ დაიბანეთ შამპუნით, სანამ არ შეამჩნევთ დარიჩინის ნარჩენებს. ბოლოს წაისვით ჩვეულებრივი კონდიციონერი (კონდიციონერის გამოყენება თუ არა თქვენზეა დამოკიდებული, რადგან თაფლი ბუნებრივი კონდიციონერია, რომელიც უკვე არის თმის ნიღბებში). შეიმშრალე თმა პირსახოცით და დაელოდეთ რამდენიმე წუთით; თქვენს თმას ექნება საოცარი ეფექტი და, არა მხოლოდ ეფექტი, საოცარი სურნელიც.
პირველი გამოყენების შემდეგ შეიძლ ება ვერ შეამჩნიოთ განსხვავება (რადგან ეს დამოკიდებულია თქვენი თმის ტექსტურასა და ტიპზე), მაგრამ ამ თმის ნიღბის მე-3 გამოყენების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაოცდებით საოცარი შედეგებით! ეს ნიღაბი თქვენს თმას რამდენიმე ტონითაც გაარიავებს.
როგორ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი კანისთვის?
თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ, ამ თაფლისა და დარიჩინის დუეტს შეუძლია თქვენი კანის გამოცოცხლება და ახალგაზრდობის დაბრუნება!
პროცედურა ძალიან მარტივია:
შეურიეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი ჩაის კოვზ დარიჩინის ფხვნილს და თანაბრად წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნარევში ბანანის დამატებამ შეიძლება გააძლიეროს ბზინვარება.
ბანანში არსებული ნატურალური ცხიმები და ვიტამინები (PP, A, C, E, К, PP და B ჯგუფის ვიტამინები) საუკეთესო საკვებია თმისთვის. გარდა ამისა, ის მის ბზინვარებას და კანის ელასტიურობის ამაღლებას უზრუნველყოფს, თავის თმით დაფარულ ნაწილში. ბანანი აძლიერებს თმას და აჩქარებს მის ზრდას.