სიმაღლეში ზრდა ნამდვილად შესაძლებელია – დედებო, ეს თქვენთვისაა!

რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას და რას უნდა ერიდოს მოზარდი:

  • ალკოჰოლსა და თამბაქოს;
  • ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს;
  • ჩიფსებს,
  • ორცხობილებს,
  • საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებს ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლის მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ სიმაღლეში ინტენსიური ზრდა სწორედ ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობის გარეშე ყველაზე დაბალანსებული და რაციონალური კვებაც კი ვერ გაზრდის ადამიანს. ეს არაერთი დაკვირვებითა თუ ფაქტითაა დადასტურებული. ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი. რეგულარული ცურვა ორგანიზმს ზრდაშიც ეხმარება. სიმაღლეში ზრდისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრასი – ცურვის სტილი, რომლის დროსაც ზედა და ქვედა კიდურები მაქსიმალურად იჭიმება.

რაც შეეხება ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს, მათ შორის აღსანიშნავია: რაციონალური კვება, ძილის რეჟიმის დაცვა, ფიზკულტურითა და სპორტით სათანადოდ დატვირთვა.

კვების შესახებ:

რაციონში უნდა შედიოდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები. ბავშვი და მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდეს.

საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს: უმი ხილითა და ბოსტნეულით. სიმაღლეში ზრდისათვის ამ უკანასკნელის ოდენობა დღეში დაახლოებით 1,5 კგ-ს უნდა შეადგენდეს.

ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ: შვრიის, ბრინჯის, ხორბლის.

მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელია კალციუმი. ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა.

ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს კალციუმით მდიდარი საკვები — ხაჭო, ყველი, რძე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეში ზრდისათვის. ბევრი ცილა და ზრდის ვიტამინი მოიპოვება ყვითელი და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში — სტაფილოში, გოგრაში, პომიდორში, ბულგარულ წიწაკაში, მაყვალში, მოცვსა და მოცხარში.

რაც შეეხება ცხიმის უხვად შემცველ და ტკბილ საკვებს, მისი ჭარბი მიღება აფერხებს ზრდის ჰორმონი გამომუშავებას და სიმაღლეში ზრდას. რაციონალური კვებით შესაძლებელია, სიმაღლის 10%-ით მატებას რეალურად და საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ.

არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები?

პერიოდულად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების ამა თუ იმ კომპლექსის მიღებაც. ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ყველა პოლივიტამინი უწყობს ხელს. თუმცა, „ზრდის ვიტამინები“ უფრო სარეკლამო განაცხადია.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მივცეთ ვიტამინები, რომ სასურველი ეფექტი მივიღოთ. თუ მოზარდს ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება, თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობისათვის:

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული წამალიც შეგიძლიათ
გამოიყენოთ :

  • ორგანიზმის სიმაღლეში ზრდის მასტიმულირებელ საშუალებად,
  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად,
  • ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შესავსებად,

მომზადება:

საჭიროა 20 ც ლიმონი, 12 კვერცხი (აუცილებლად თეთრნაჭუჭიანი), 300 გრ თაფლი (უმჯობესია ცაცხვის) და 1 ჭიქა კონიაკი. კვერცხები ჩააწყვეთ ქილაში და დაასხით 20 ც ლიმონის წვენი, ქილას თავზე დაახურეთ, მუქსა და სქელ ქაღალდში გაახვიეთ და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში. ასე უნდა გააჩეროთ, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება. ამას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

vlozena prepelicja jajca slika 473822 e1649247658999

შემდეგ ნაჭუჭშემოცლილი კვერცხები ამოიღეთ ხსნარიდან, თაფლი იქამდე შეათბეთ, რომ გადნეს და დაასხით ნაჭუჭისა და ლიმონის ხსნარს, კარგად მოურიეთ და კონიაკიც დაამატეთ. ისევ მოურიეთ, გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.

მიღების წესი:

მიიღეთ დესერტის კოვზით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

შენიშვნა: თუ წამალს ზრდის სტიმულაციისთვის ან კალციუმის შესავსებად იყენებთ, საჭიროა ექვსთვიანი კურსის ჩატარება. თითო ულუფის მიღების შემდეგ დაისვენეთ ერთი კვირა (ეს დრო დაგჭირდებათ ახალი ულუფის მოსამზადებლად) და გააგრძელეთ მკურნალობა. არ შეიძლება ერთბაშად რამდენიმე ულუფის მომზადება, რადგან წამალი სამკურნალო თვისებებს ერთ თვეში კარგავს. თუ კუჭის მწვავე დაავადებები გაწუხებთ, წამალმა შეიძლება გაგიღიზიანოთ ლორწოვანა.

Facebook კომენტარები