ამ 8 სიმპტომით თქვენი სხეული ცდილობს გითხრათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. იცოდით ამის შესახებ?

ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება ლაქტოზასა და გლუტენის შეუწყნარებლობით. ამის მიზეზები, რა თქმა უნდა, ბევრია. ერთი პროდუქციის უხარისხობაა, მეორე კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. ჩვენ მიჩვეულები ვართ სხეულზე გამონაყარი, ფაღარათი ან გულისრევა მივიჩნიოთ ალერგიის სიმპტომებად. თუმცა არის სხვა ნიშნებიც, რომელთა შემჩნევაზეც ხშირად უარს ვამბობთ.

ქრონიკული შაკიკი

თავის ტკივილი ძალიან ხშირია გლუტენის შეუწყნარებლობის მქონე ადამიანებში. თუ თავი ტკივილს იწყებს ყოველი ჭამიდან 30-60 წუთის შემდეგ, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

გამონაყარი სხეულზე

ეს პრობლემა ყველასთვის ცნობილია და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვქონია. თუ სახეზე ან ტანზე გამონაყარი გაგიჩნდათ, შეამოწმეთ თქვენი კუჭი!

ფიბრომიოლგია

კუნთოვანი ტკივილი თითქმის მთელ სხეულში, რომელსაც თან ახლავს დეპრესია. ეს სიმპტომი ყველაზე ხშირია ქალებში.

ლაქტოზას შეუწყნარებლობა

ალერგიის ეს ორი ტიპი ძალიან მჭიდრო კავშირშია. თუ თქვენ გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა, მაშინ დიდი ალბათობით გლუტენის აუტანლობაც გაქვთ. და პირიქით. დააკვირდით რას გრძნობთ ჭამის შემდეგ.

ქრონიკული დაღლილობა

ეს სიმპტომი შეიძლება ნიშნავდეს ყველაფერს. მაგრამ, თუ 8-9 საათი გძინავთ, სამსახურში დიდად არ იღლებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაღლილმა გაიღვიძეთ, ძალიან მკაფიოდ უნდა აკონტროლოთ თქვენი დიეტა.

განწყობის ხშირი ცვალებადობა

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონება. თუ უმიზეზოდ ნერვიულობ, დეპრესიაში ჩავარდები და მერე უცებ ხასიათი შეგეცვლებათ და გუნება გამოგიკეთდებათ, იცოდე, რომ ხასიათის ასეთი სწრაფი ცვალებადობა არ არის ნორმალური. გლუტენი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ემოციებთან. ალბათ ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ ელემენტს.

ტკივილი მუცელში

კუჭი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც სიგნალს მოგცემთ. სცადეთ რაციონიდან გამორიცხოთ გლუტენი და ლაქტოზა და, სავარაუდოდ, თავს უკეთ იგრძნობთ.

თავბრუსხვევა

თუ ყოველი ჭამის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, ეს საგანგაშოა. ბევრი მათგანი, ვისაც აწუხებს გლუტენის აუტანლობა, მუდმივად გრძნობს თავბრუსხვევას.

გლუტენის და ლაქტოზას აუტანლობამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. პრობლემა რძის პროდუქტების, ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის შემცველი საკვების მიღებას უკავშირდება. ამიტომ თუ გაწუხებთ გლუტენისა და ლაქტოზას აუტანლობა, აუცილებლად ამოიღეთ რაციონიდან ეს პროდუქტები.

Facebook კომენტარები