როგორ უნდა გაიჯანსაღოთ კბილები სახლის პირობებში 2 მარტივი ნაყენის დახმარებით.

ლამზი და ჯანმრთელი კბილები, ჯანსაღი სუნთქვა ჩვენი თავდაჯერებულობის საწინდარია. ცნობილი ფაქტია, მცენარეული კომპონენტებით დამზადებული პირის ღრუს სავლებები, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის და ჯანსაღი, მომაჯადოებელი ღიმილის შესანარჩუნებლად. დღეს შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ ხალხურ მეთოდს სამკურნალოდ, რომელიც მე ძალიან დამეხმარა და იმედი მაქვს თქვენც დაგეხმარებათ.

სტომატოლოგიური მკურნალობისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება ორი ნაყენი:

  • კოთხუჯის არყის ნაყენი.
  • პროპოლისის არყის ნაყენი.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი?

ამისათვის აიღეთ 0,5 ლიტრი არაყი (40%), დაამატეთ მას 0,5 ჭიქა კოთხუჯის ფესვები და გააჩერეთ ერთი კვირა.

ანალოგიურად მზადდება პროპოლისის ნაყენი. 0,5 ლ არაყს (40%) დაუმატეთ 10-20 გრ წვრილად გახეხილი პროპოლისი. ისინი ასევე უნდა გააჩეროთ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

ორივე ნაყენი გამოიყენება ერთდროულად. აიღეთ 1 სუფრის კოვზი კოთხუჯის არყის ნაყენი და 1 ჩაის კოვზი პროპოლისის ნაყენი, აურიეთ და გამოივლეთ პირის ღრუში. საჭიროა დაავადებული კბილების გამორეცხვა დაახლოებით 2 – 3 წუთის განმავლობაში.

შემდეგ აუცილებლად გადმოღვარეთ. ასეთი პროცედურები უნდა ჩატარდეს ან ტკივილის დროს, ან ძილის წინ.
პროცედურების ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი თვეა, თუმცა ყველა ტკივილი ქრება 1-3 დღეში. მე 3 დღის მერე ვიგრძენი მოქმედების ეფექტი.

გახსოვდეთ, რომ შემოთავაზებული ხსნარები უზრუნველყოფს პროპოლისისა და კოთხუჯის ალკალოიდების შეღწევას დაავადებული კბილების ღრმა წერტილებში. კოთხუჯი ანესთეზირებს ფესვებს, პროპოლისი კი ყველა მიკრობზარს ხურავს. კბილები ტკივილი საერტოდ აღარ შეგაწუხებთ.

დარჩენილი კბილის ფესვები, რომლებიც უკვე მორყეულია და ღრძილზე მგრძნობელობაა მომატებული, ფიქსირდება და საშუალებას გაძლევთ ზეწოლის დროს ჭამისას ტკივილის შეგრძნება შეგიმციროთ, დაბზარული ფესვები კი აღადგინოს დროთა განმავლობაში.

პროპოლისის მზა ალკოჰოლური ნაყენი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.

ზოგიერთი წყარო გვირჩევს ნაყენების შერევას თანაფარდობით: 1 ჩაის კოვზი პროპოლისის და 2 ჩაის კოვზი კოთხუჯის ნაყენი.

კარგად გამოივლეთ სავლები, რათა თავიდან აიცილოთ ალკოჰოლის გამაღიზიანებელი გემო.

დაავადებული კბილების გამორეცხვისას იგრძნობა მცირე ტკივილი, რომელიც არასასიამოვნო განცდებთანაა დაკავშირებული, თუმდა მალე ესეც გაივლის.

Facebook კომენტარები