ვენების მოსაშორებლად და კანის სილამაზის დასაბრუნებლად ეს ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებული ბალზამი არის საუკეთესო საშუალება!

გამსკდარი კაპილარები ქალების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც არათუ არ გამოიყურება ესთეტიურად და სასიამოვნოდ, არამედ ის იწვევს კომპლექსებს და გვიკარგავს თავდაჯერებულობას. ითვლება, რომ დასუსტებული სისხლძარღვები არის კაპილარების გასკდომის მთავარი მიზეზი. ცუდი ამბავი ის არის, რომ არაკომფორტულმა ფეხსაცმელმა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ძალიან ხშირად ხმარებამ, ორსულობამ და სხვა ფაქტორებმა შეიძლება გაამწვავოს ვენების ვარიკოზული გაგანიერება. გთავაზობთ ბალზამის დამზადების დიდი ხნის დავიწყებულ რეცეპტს, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა ქსელის მოცილებას და კანის სილამაზის აღდგენას.

დაგჭირდებათ:

  • რამდენიმე წაბლი
  • 40 მლ ცხენის წაბლის წვეთები;
  • 40 მლ წაბლის წვეთები;
  • 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი.

როგორ მოვამზადოთ ბალზამი?

ჯერ უნდა მოამზადოთ ნაყენი (ცხენის წაბლის წვეთების შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში).

  1. გაფცქვნილი წაბლი მოათავსეთ შუშის ქილაში და ზემოდან შეავსეთ წყლით.
  2. ნაყენს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მზეზე 3 დღე.
  3. შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას და გააჩერეთ კიდევ 40 დღე.
  4. როცა ნაყენი მზად იქნება, შეურიეთ ცხენის წაბლის ექსტრაქტი და როზმარინის ეთერზეთი.
  5. ქილა კარგად შეანჯღრიეთ და ბალზამცი მზადაა!

გამოყენების წესი:

კარგ შედეგს იძლევა ადგილობრივი გამოყენება, წაისვით დღეში 2-3-ჯერ უშუალოდ დაზიანებულ ვენებზე, ან გაიკეთეთხოლმე კომპრესი რომ უფრო კარგი შედეგი ჰქონდეს, გაიჩერეთ 1-2 საათით და შემდეგ მოიხსენით.

ნაყენის საოცარი თვისებები აიხსნება იმით, რომ წაბლის ექსტრაქტი აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ასტიმულირებს უჯრედების ჟანგბადით მომარაგების პროცესს და აცილებს მეტაბოლურ პროდუქტებს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სისხლძარღვების დასუსტებული კედლების გასაძლიერებლად აუცილებლად უნდა მიირთვათ საკმარისი რაოდენობით ცხოველური ცილა და C ვიტამინი. ამავდროულად, ეცადეთ მოერიდოთ შაქრისა და ტრანსცხიმების შემცველ საკვებს, რადგან მათ შეუძლიათ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გამოწვევა. მაგალითად ანთებების და ასუსტებს კაპილარების კედლებს.

სცადეთ ეს რეცეპტი და შედეგს მიიღებთ სულ რამდენიმე დღეში! როდესაც შედეგს მიიღებთ, მოუყევით თქვენს ახლობლებს და მეგობრებს რომ მათაც დააღწიონ თავი ამ პრობლემას. არავინ არ არის დაზღვეული სისხლძარღვთა ქსელის გაჩენისგან!

Facebook კომენტარები