თუ გინდთ თქვენი სახე 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, მაშინ ჩვენ გასწავლით ეფექტურ რეცეპტს !

იაპონელი ქალები საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ ბრინჯის სილამაზის უპირატესობებით და ყველამ კარგად ვიცით, როგორი იდეალური სახის კანით გამოირჩევიან ისინი. მათი სილამაზის საიდუმლო კი ბუნების ამ საჩუქარშია.

ბრინჯი არის ლინოლეინის მჟავისა და სკალენის საოცარი წყარო, ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი აფერხებს კანზე ნაოჭების წარმოქმნას და იცავს მას მზის უარყოფითი გავლენისგან.

ბრინჯი ასევე სავსეა E ვიტამინით და გამა ორსინოლით, ისინი ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტერინის დარეგულირებას და გულის კარგად მუშაობას.

სამწუხაროდ, იაპონელების გარდა, ადამიანების უმეტესობამ არ იცის ეს ფაქტები. ბრინჯი მართლაც სასწაულებს ახდენს, როცა საქმე გაახალგაზრდავებას ეხება.

გთავაზობთ გააკეთოთ ეს სუპერ მარტივი სახის ნიღაბი, რომელიც აუმჯობესებს სახის ფერს და არბილებს ნაოჭებს.

დაგჭირდებათ:

  • 3 სუფრის კოვზი ბრინჯი;
  • 1 სუფრის კოვზი რძე;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი;

როგორ მოვამზადოთ:

მოხარშეთ და გაწურეთ ბრინჯი. შეინახეთ წყალი, რომელიც მისგან დარჩება.

0 39

ფაფას დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თბილი რძე და ერთი კოვზი თბილი თაფლი. წაისვით ნიღაბი სუფთა და მშრალ კანზე. გაიჩერეთ სახეზე, სანამ მთლიანად არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ ბრინჯიდან გადაწურული წყლით.

ბრინჯის წყალს აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ეს წყალი ასევე ხელს უწყობს ასაკობრივი ლაქების მოცილებას და ალაგებს ანთებას კანიდან. მისი გამოყენება შეგიძლიათ მზესე გასვლამდე რადგან ის ატენიანებს კანს და დაიცავს მას ახალი ნაოჭების წარმოქმნისგან.

ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია ბრინჯის ნიღბის წასმა კვირაში ერთხელ მაინც. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე და ბევრად ბრწყინვალე, ერთფეროვანი და ლამაზი სახის კანი გარანტირებულია!

Facebook კომენტარები