კურკუმას რძე: აძლიერებს ძვლებსა და იმუნურ სისტემას

კურკუმას რძე: აძლიერებს ძვლებსა და იმუნურ სისტემას

კურკუმა არის სამკურნალო ბალახი, რომელიც გამოიყენება აიურვედულ (ინდური ხალხური მედიცინის ტრადიციული სისტემა) მედიცინაში ინდოეთში ათასობით წლის განმავლობაში. კურკუმას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. ის ძალიან პოპულარულია, როგორც სახლის სამკურნალო საშუალება გაციების, ხველების, სიწითლის, თავის ტკივილის, საჭმლის მომნელებელი პრობლემების დროს და ასევე გამოიყენება კანისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.

თბილი კურკუმას რძე ინდური სამკურნალო საშუალებაა. რძის, კურკუმასა და სანელებლებისგან დამზადებული ამ სასმელის მომზადება სახლში მარტივად შეიძლება. ის ხელს უწყობს ანთების შემცირებას, ასევე აძლიერებს ძვლებს და იმუნურ სისტემას.

კურკუმას აქვს ძალიან ლამაზი ოქროსფერი ფერი, ამიტომ მისი გამოყენებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მას შეუძლია დატოვოს ლაქა თქვენს ტანსაცმელსა და კანზე.

თბილ კურკუმას რძეს ასევე უწოდებენ “ოქროს რძეს” ან “ოქროს ელექსირს”. ამ რეცეპტში გამოიყენება დარიჩინი და შავი პილპილი, რომ რძეს კარგი არომატი შესძინოს. დარიჩინი მატებს ტკბილ გემოს და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაბალანსებას. შავი პილპილი ზრდის კურკუმას შეწოვას ორგანიზმში. მე ასევე ვიყენებ ორგანულ თაფლს რძის დასატკბობად, მაგრამ შეგიძლიათ არ გამოიყენოთ ის, თუ არ გსურთ რომ რძე ძალიან დატკბეს.

მე გირჩევთ სცადოთ ეს რძე, რადგან ძალიან უჩვეულო, მაგრამ ამავე დროს ძალიან გემრიელია. კურკუმას რძე ძალიან ცხიმიანია და აქვს დამამშვიდებელი თვისებები. როგორც წესი, მას ძილის წინ სვამენ.

მიირთვით ეს რძე და იყავით ჯანმრთელი!

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ნუშის ან ქოქოსის რძე
  • ერთი ჩაის კოვზი კურკუმა
  • ერთი ჩაის კოვზი ახალი, დაფქული კოჭა
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი
  • ⅛ ჩაის კოვზი ახალი დაფქული შავი პილპილი (ან 2-3 მარცვალი)
  • 1 სუფრის კოვზი ორგანული თაფლი (სურვილისამებრ)

მომზადების მეთოდი:

  • ჩაასხით რძე პატარა ქვაბში, დაუმატეთ სანელებლები და აურიეთ სათქვეფით ან ხის კოვზით.
  • გაათბეთ რძე დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. არ აადუღოთ.
  • გააჩერეთ ერთი-ორი წუთი გაცივებამდე, შემდეგ დაამატეთ თაფლი (თუ გსურთ).
  • საჭიროების შემთხვევაში გადაწურეთ რძე.
  • მიირთვით თბილი.

შენიშვნა:

ასეთი რძის მომზადება სხვა გზითაც შეიძლება. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში (თუ მხოლოდ დაფქულ სანელებლებს იყენებთ) და შემდეგ ჩაყარეთ რძეში და უბრალოდ გაათბეთ ის.

Facebook კომენტარები