სახლში დამზადებული კამფეტები ხველისთვის – მარტივი და ბუნებრივი საშუალებებით

ხველის კამფეტები შესანიშნავი საშუალებაა მუდმივი ხველების დროსაც, როდესაც შეტევები იმდენად ძლიერია, რომ ვერ ჩერდებით. სამწუხაროდ, სააფთიაქო კამფეტი წამლები ვერ უმკლავდებიან ამ ამოცანას. როდესაც გასულ ზამთარს ჩემი შვილი ავად გახდა და საშინელი ხველა ჰქონდა და ძირითადად ღამით ურთულდებოდა ხოლმე მდგომარეობა, ვიძახებდით ხოლმე სასწრაფოს. ექიმმა რეკომენდაცია მომცა ხველის წამალზე, რომელიც უნდა დამემზადებინა დამწვარი შაქრის საფუძველზე. მე, რა თქმა უნდა, მოვამზადე მის მიერ რეკომენდირებული წამალი და დავისვენე. ახლა წინასწარ ვაკეთებ ხოლმე ამ წამალს და რა თქმა უნდა, საკუთარი ხელით!

რა დაგვჭირდება:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • მეოთხედი ჭიქა ხმელი მცენარეები (სალბი, ველური ალუბლის ქერქი, ბაბუაწვერა).

20 წუთის განმავლობაში მცენარეები ადუღეთ წყალში დაბალ ცეცხლზე, წურჭელს თავსახური დააფარეთ. შემდეგ გადაწურეთ მიღებული სითხე და ნარჩენები გადაყარეთ. ისევ ჩაასხით გადაწურული სითხე ჭურჭელში, დაუმატეთ შაქარი და თაფლი, აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

როდესაც გაცხელდება, ნარევი უფრო და უფრო ბლანტი გახდება. საჭიროა რომ მუდმივად ურიოთ, უმჯობესია ხის კოვზით. როდესაც ნარევი საკმაოდ ბლანტი გახდება მაშინ უნდა გააკეთოთ შემდეგი რამ:

ჩაასხით ცოტა სიროფი ჭიქა ცივ წყალში – და რომ ამოიღებთ კბილებით მოსინჯეთ გაციებული ნარევის წვეთი. თუ წებოვანია და კბილებს ეწებება, მაშინ სიროფი კიდევ ცოტათი უნდა ადუღოთ. თუ წვეთის დაღეჭვა შესაძლებელი იქნება, მაშინ სიროფი მზად არის.

თუ სიროფი იწყებს კრისტალიზაციას, მაშინ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი და დამატებითი კოვზი თაფლი, ამოიღოთ კრისტალები და მოხარშეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

როდესაც სიროფი მზად იქნება და ჭიქა ცივ წყალში ჩასხმული წვეთის დაღეჭვაც შესაძლებელი იქნება, აიღეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაის კოვზით დაასხით სიროფის წვეთები ერთმანეთისგან არც თუ ისე შორს (მაგრამ დატოვეთ ადგილი მათ გასაშლელად), გააგრილეთ და შემდეგ აიღეთ კამფეტები პერგამენტის ფურცლიდან. ყოველი კამფეტი შეფუთეთ პერგამენტში ან შაქრის ფხვნილის მტვერით, რათა ერთმანეთს არ მიეკრას. მათი შენახვა შეგიძლიათ შუშის ქილაში და მაცივარში.

c56dbab24c4f6de1dd080b336de6201e e1648917407995

Facebook კომენტარები