ვარიკოზული ვენები, შაკიკი და მეხსიერების პრობლემები – დაფნის ფოთოლს შეუძლია ამ ყველაფრის აღმოფხვრა!

დაფნის ფოთოლი შეუცვლელი და გავრცელებული კულინარიული სუნელია. მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს მცენარე კერძს უფრო გემრიელს ხდის, ძლიერი სამკურნალო თვისებებიც აქვს.

ჩვენ დაგვჭირდება:

  • დაფნის ფოთოლი – დაახლოებით 30 გრ. გამოდგება როგორც ახალი, ასევე მშრალი.
  • 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი.

როგორ მოვამზადოთ:

  • დააქუცმაცეთ ფოთლები. ძალიან პატარა ნაჭრები არ გვჭირდება, საკმარისი იქნება თითოეული ფოთოლი 2-3-ჯერ დავჭრათ.
  • ჩაყარეთ დაფნის დაქუცმაცებული ფოთლები მინის ბოთლში ან მინის ქილაში.
  • ჭურწელი შეავსეთ ზეითუნის ზეთით.
  • დახურეთ თავი და შეფუთეთ, შემდეგ შეინახეთ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

დაახლოებით 2 კვირა სჭირდება ჩვენი შემადგენლობის შეწოვას. ყოველდღიურად შეანჯღრიეთ ჭურჭელი.

მას შემდეგ, რაც 2 კვირა გავა, თქვენ უნდა გადაიტანოთ ზეთი სხვა ჭურჭელში და ფოთლები კი აღარ დაგჭირდებათ. მზა პროდუქტი შეინახოთ გრილ, ბნელ ადგილას მინის ჭურჭელში.

Როგორ უნდა გამოიყენოთ:

ახლა გასწავლით თუ როგორ გამოიყენოთ ეს სახლში მომზადებული სამკურნალო საშუალება:

შეიზილეთ მტკივნეული სახსრები. უფრო ადვილი და მოსახერხებელი რომ იყოს, ზეთი შეიძლება ოდნავ გაათბოთ წყლის აბაზანაში.

თავის ტკივილის დროს – შეიზილეთ საფეთქლებში.

საჭმელს დაუმატეთ საწებლის, მაიონეზის, კეტჩუპის, მზესუმზირის ზეთის ნაცვლად. გარდა იმისა, რომ ზეითუნის ზეთი ბევრად უფრო ჯანსაღია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი საწებლის უმეტესობა, ის ასევე ამცირებს მადას, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დიეტაზეა.

თუ კანის პრობლემები შეინიშნება, ამ ზეთის გამოყენება შესაძლებელია ლოსიონების ნაცვლად. მას შეუძლია დაეხმაროს გაფართოებულ და ჩაკეტილ ფორებს.

რა სარგებელი მოაქვს დაფნის ფოთოლს?

ამ ნარევში დაფნის ფოთოლს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ძველ ხალხურ რეცეპტებში იგი აღწერილია, როგორც წამალი შემდეგი დაავადებებისა და დარღვევებისთვის სამკურნალოდ:

  • დიაბეტი;
  • სტომატიტი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • გაციება;
  • სტრესი, დეპრესია;
  • დასუსტებული იმუნიტეტი;
  • მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების პრობლემები;
  • სტომატიტი;
  • ართრიტი და ართროზი;
  • ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები (გაწმენდის სირთულე).

აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი, ბიუჯეტური და ადვილი მოსამზადებელია. ჩვენს ოჯახში ყოველთვის მოიძებნება ეს ნაყენი და ბევრჯერ დაგვხმარებია კიდეც.

Facebook კომენტარები