mobliurebi
mobliurebi

სახის ნიღბები ასპირინით სრულყოფილი კანისთვის

რატომ არის ასპირინის სახის ნიღბები სასარგებლო?
ასპირინი შესანიშნავია ყველა ტიპის კანისთვის, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ფორების გასახსნელად გვერდითი ეფექტების გარეშე.

ასპირინი არის ანთების საწინააღმდეგო და ეხმარება ისეთი პირობების დროს, როგორიცაა როზაცეა და ეგზემა. ის ასევე ამშვიდებს გაწითლებას და ქავილს კანზე.

ეს ნიღბები ასუფთავებს და აახალგაზრდავებს თქვენს კანს.

ის შესანიშნავია, თუ თვალების ქვეშ გაქვთ მუქი წრეები ან უპეები.

ასპირინს აქვს გამაღიავებელი თვისებები, ამიტომ ის დაგეხმარებათ, თუ გაქვთ პიგმენტაციასთან დაკავშირებული კანის პრობლემები.

ასპირინს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს დაბერებას და თავისუფალი რადიკალების უჯრედების დაზიანებას, ამცირებს ნაოჭებს.

არასოდეს გამოიყენოთ ასპირინის ნიღაბი, თუ ალერგიული ხართ ამ მედიკამენტის მიმართ. თუ სიფრთხილე არ გამოიჩინეთ, შეიძლება განიცადოთ იგივე ალერგიული რეაქცია, როგორც მიღებისას.

ძირითადი რეცეპტი:

დავიწყოთ უმარტივესით. ეს ნიღაბი იდეალურია თქვენი კანის სიჯანსაღისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

  • ასპირინის 5 ტაბლეტი
  • 3 სუფრის კოვზი წყალი

მომზადება:

  • წყალს დაუმატეთ ასპირინი და გააჩერეთ.
  • დაიბანეთ სახე წყლით და საპნით.
  • აურიეზთ წყალს და ასპირინი პასტის წარმოქმნამდე.
  • წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.
  • ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გააშრეთ.

წაისვით ნიღაბი კვირაში ერთხელ. მალე შეამჩნევთ, რომ კანი უფრო რბილი და გლუვია - დიდი ძალისხმევის გარეშე.

სახის ნიღაბი ასპირინთან ერთად ცხიმიანი კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • 1 წვეთი ზეითუნის ზეთი
  • ასპირინის 4 ტაბლეტი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი

მომზადება:

  • გააკეთეთ პასტა, როგორც პირველ რეცეპტში და დაამატეთ ჩაის ხის ზეთი.
  • წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
  • ჩამოიბანეთ წყლით.

გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.

დამატენიანებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ასპირინის 5 ტაბლეტი
  • 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი
  • 1 კაფსულა ვიტამინი E
  • 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი

მომზადება:

  • შეურიეთ ინგრედიენტები ისე, რომ მიიღოთ თანაბარი მასა.
  • წაისვით სუფთა კანზე და გაიჩერეთ 25 წუთის განმავლობაში.
  • ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ეს ასპირინის სახის ნიღბები არის მარტივი, ხელმისაწვდომი და ძალიან სასარგებლო. აირჩიე ის, რაც შენს და კანს უხდება, გააკეთე რეგულარულად და შედეგს დაინახავ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება