ვის არ აწუხებს კოჟრები და ხორცმეტები? ამ რეცეპტის გამოყენების შემდეგ მარტივად გაიქრობთ მათ სამუდამოდ!

კოჟრი – ზედმეტი ხახუნი და ზეწოლა ახდენს კანზე არსებული რქოვანის გარსის შესქელებას. კოჟრების საყვარელი ადგილი ხელები და ფეხებია, სადაც მათი მოშორება, დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია. იმიათვის, რომ კოჟრებს თავი დააღწიოთ, ყოველ საღამოს ფეხები ცხელ წყალში ჩააწყვეთ, 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცივი წყალი გადაივლეთ, გაიმშრალეთ და სუფთა წინდები ჩაიცვით. კოჟრების მოსაცილებლად ხალხური მედიცინა გვთავაზობს საპონისა და სოდის აბაზანების გამოყენებას რომლელიც კანს დაარბილებს, შემდეგ კი აი, ასე უნდა მოიქცეთ:

რეცეპტები:

  1. შეურიეთ ქრისტესისხლას ბალახი და ვაზელინი (ვაზელინის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ უმარილო ღორის ქონი) 1:4 პროპორციით. ეს ნარევი წაისვით კოჟრებზე და შედეგსაც მალე მიიღებთ. რომ არ გაფუჭდეს, შეინახეთ ხოლმე მაცივარში. თუმცა სასურველია ახალ-ახალს თუ გააკეთებთ ხოლმე.
  2. ასევე ბაბუაწვერრას რძესაც ისმევენ კოჟრის ან ხორცმეტის მოსაშორებლად.
  3. გათალეთ კარტოფილი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული მასა გადაიტანეთ სუფთა მარლაზე. მარლა კარგად დაიფიქსირეთ მტკივან ადგილზე. პროცედურა დღეში რამდენჯერმე ჩაიტარეთ, ტკივილის გაქრობამდე.
  4. ბანკასი ჩაყარეთ ხახვის ფურცლები (ნაფცქვენები) და დაასხით ძმარი ისე რომ დაიფაროს ხახვის ფურცლები მთლიანად. ქილას დაახურეთ პერგამენტის ქაღალდი (საცხობად რომ იყენებენ ის) და გააჩერეთ 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს, ამოიღეთ ნაფცქვენი ისე რომ  ძმარი ჩამოწურული ჰქონდეს, კოჟრის ირგვლივ ჯანსაღ კანს წაუსვით ვაზელინი და დააფინეთ ხახვის ნაფრცქვენი. შემდეგ გადაიხვიეთ მტკივნეული ადგილი და მთელი ღამე გაიჩერეთ, დილით კი თბილი წყლის აბაზანა გაიკეთეთ ფეხებზე. კოჟრი კი ძალის გამოყენების გარეშე ააფხიკეთ. თუ ის ზომით დიდია პროცედურის გამეორება შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეთ სანამ ის  მთლიან არ მოგსორდებათ.
  5. ფისი საუკეთესო საშუალებაა კოჟრის მოსაშორებლად, ეფექტი 3-5 დღე- ღამეში დგება. კარგად წაისვით ფისი კოჟრებზე და წებოვანი ლენტი (სანტავიკი) გადაიკარით. გააჩერეთ 24 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
Facebook კომენტარები