ბებიისგან ნასწავლი მალამო, რომელიც ასუფთავებს ჩირქოვან ჭრილობებს სწრაფად და უმტკივნეულოდ

მე გიამბობთ მალამოს შესახებ, რომელიც ბებიამ მასწავლა წლების წინ და ჩემთვის  დღემდე შეუცვლელია, ის შეუდარებელია ჭრილობებიდან და წყლულებიდან ჩირქის  სწრაფად და უმტკივნეულოდ ამოღებაში.

ჩვენი ბებიები ამ მალამოს წლების წინ იყენებდნენ, რაც განპირობებული იყო მისი უებარი მოქმედებით. ამ მალამომ დროს გაუძლო და ალბათ ბევრი ადამიანის სახლშიც აქვს საპატიო ადგილი, თუ არა, ამ სტატიის წაკთხვის შემდეგ, ვიმედოვნებ რომ ექნება. მალამო მყისიერად უწყობს ხელს წყლულების და ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, ის ძალიან ეფექტურია დამწვრობის,კანის ჩირქოვანი გამონაყარის, გაღიზიანების დროს და სწრაფად შეუძლია ჩირქის ზედაპირზე ამოიყვანოს.

ამ მალამოს მომზადება ძალიან მარტივია და ამაში თქვენც ახლავე დარწმუნდებით.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი;
  • 1 ს/კ ფქვილი;
  • 1 უმი კვერცხის გული.

img 7993

როგორ მოვამზადოთ:

ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში მანამ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, შემდეგ თქვენი მიღებული მასა მოათავსეთ ჭურჭელში (სასურველია წურჭელი იყოს მინის) და შეინახეთ მაცივარში.

თუ კი ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან ერთ-ერთის წინაშე აღმოჩნდებით, ეს მალამო რაც შეიძლება სწრაფად დაგეხმარებათ ჭრილობიდან ჩირქის უმტკივნეულოდ ამოღებაში და შემდეგ ჭრილობის შეხორცებასაც დააჩქარებს.

მალამოს უნდა წაისვათ მხოლოდ დაზიანებული ადგილის მოდამოებში, სქელ ფენად, შემდეგ დაიდეთ ბამბის დისკი და შეიხვიეთ. სწრაფი შედეგისთვის სახვევი ყოველ  3-4 საათში ერთხელ გამოიცვალეთ. უკვე მეორე დღესვე ჭრილობიდან ჩირქი და უამრავი სიბინძურე ბოლომდე ამოვა და გასუფთავდება ის.

ამ მალამოს რეცეპტი აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებსაც, რადგან თავად შეძლებენ მომზადებას სახლის პირობებში და არ მოუწევთ ძვირიანი მაზების ყიდვა სააფთიაქო ქსელებში, რომლებიც დამეთანხმებით არც ისე იაფია, თანაც შესაძლოა მარკეტინგის მსხვერპლნი გავხდეთ.მაგრამ თუ ამ მალამოს დაამზადებთ, გეცოდინებატ რომ შედეგს ნამდვილად მიიღებთ.

ენდეთ წინაპრების გამოცდილებას!

ჯანმრთელობას გისურვებთ.

Facebook კომენტარები