როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს მარილის დახმარებით ?

გამოგიცდიათ ისეთი თავის ტკივილი, როცა გინატრიათ თავი საერთოდ არ გქონოდათ? ან თითქოს ჩაქუჩებს გირტყამენ?
მე გამომიცდია… თანაც მრავალჯერ, გადაბმით რამდენიმე დღის განმავლობაში აუტანელი ტკივილების გამო ხშირად სიგიჟის ზღვარზე მივსულვარ!

ყველაზე საშინელი ისაა, რომ შაკიკის შეტევის დროს არც ერთი ჩვეულებრივი და გავრცელებული გამაყუჩებელი არ გშველის! გტკივა იქამდე სანამ თვითონ არ გაივლის!

შაკიკი უამრავ დისკომფორტს იწვევს, არა მხოლოდ აუტანელი ტკივილი: ცვლის განწყობას, ზედმეტად მგრძნობიარე ხდები ნებისმიერი სახის სინათლეზე და სუნზე.

როდესაც ასეთი ძლიერი თავის ტკივილები გვაწუხებს თვითნებურად რაიმე ძლიერი გამაყუჩებლის მიღება არ შეიძლება, აუცილებელია ექიმის რჩევა.

ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი, რომელიც შაკიკის დროს გამოიყენება, იბუპროფენია.

რა იწვევს შაკიკს?

გენეტიკა – ერთ-ერთი მიზეზი-გენეტიკაა და ამასთანავე ძირითადი მიზეზიც კია. თუ მშობლებიდან ერთ-ერთი ამ დაავადებით იტანჯება ე.ი თქვენც რისკის ქვეშ ხართ. შაკიკი გენეტიკურად შეიძლება გადავიდეს ბევრ თაობებზეც კი.
ჩემი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მე დიდი ბებიისგან მერგო წილად.

ჰორმონები – ორგანიზმში ჰორმონების დისბალანს შაკიკის გამოწვევა შეუძლია. ასევე არსებობს კავშირი შაკიკსა და მენსტრუალურ ციკლს შორის. კვლევების თანახმად ქალების 10-2% შაკიკის შეტევებს უმეტესად მენსტრულური ციკლის დროს განიცდის.

ალერგია – შაკიკის გამოწვევა შეუძლია ალერგიასაც. ალერგია და მგრძნობელობა გარკვეული ნივთების მიმართ შესაძლოა შაკიკის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

კვება – კვებაც დიდ კავშირშია შაკიკთან. კვლევების თანახმად, ზოგიერთ საკვებ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს შაკიკი,  როცა პაციენტებმა კვების რაციონიდან ის შაკიკის გამომწვევი პროდუქტები ამოიღეს, მათ შეტევების ინტენსივობა შეუცრდათ.

მინერალები – მინერალების ნაკლებობა-ორგანიზმში მაგნიუმისა და სპილენძის დონე ასევე ასოცირდება შაკიკთან. ამ ნივთიერებების დაბალი დონე ამცირებს სხეულის უნარს აღიქვას სეროტონინები და ამინები, რომელიც სისხლძარღვებს გაფართოებაში ეხმარება.

ემოციური სტრესი-დეპრისიას და ძლიერ სტრესს ასევე შეუძლია შაკიკის გამოწვევა.

შაკიკის მკურნალობის უამრავი მედიკამენტი არსებობს, რომელსაც ექიმი გვინიშნავს, მაგრამ მკურნალობა შაკიკის საბოლოოდ მორჩენას არ ნიშნავს, როგორც წესი ეს დაავადება ქალების შემთხვევაში მენოპაუზის პერიოდამდე გრძელდება.

დღეს გაგიმხელთ ერთ-ერთი ხალხურ მეთოდს, რომელიც შაკიკის დაძლევაში დაგეხმარებათ:

ეს არის ჰიმალაის მარილი – რომელიც 84 სხვადასხვა მინერალისგან შედგება და ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია.

ამ მინერალებს შეუძლიათ გაგათავისუფლოთ შაკიკისგან, გაწმინდოს ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან და გააძლიეროს იმუნური სისტემა.

ამ მარილის გამოყენებას ძლიერი ეფექტი აქვს, იგი სწრაფად იწყებს ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრას.

ჰიმალაის მარილის შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია, ძირითად დიდ სავაჭრო ქსელებში (როგორიცაა მაგალითად კარფური, გუდვილი და სხვ.).

მომზადება:

გამოწურეთ ორი ლიმონისგან წვენი და ლიმონის ცედრაში აურიეთ, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ჰიმალაის მარილი. მოათავსეთ ბლენდერში და დააბლებდერეთ კარგად. როდესაც შაკიკის შეტევა გექნებათ დალიეთ დაუყივნებლად საშუალო ჭიქით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები