ასე ვუმკურნალე კიდურების ხშირ დაბუჟებას ხალხური რეცეპტებით

Vairkoseti

ასე ვუმკურნალე კიდურების ხშირ დაბუჟებას ხალხური რეცეპტებით

ხელების დაბუჟება შეიძლება სხვადასხვა დაავადებათა თანმხლები პროცესი იყოს, ამიტომ აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება და გამომწვევი მიზეზების გარკვევა. მიზეზი კი შეიძლება ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი და მთელი რიგი სხვა დაავადებები იყოს. პროცესი ძალიან უსიამოვნო და მტკივნეულია.

ხალხური მედიცინა გვირჩევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟების სამკურნალოდ გამოვიყენოთ ბუნებრივი, მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები.

1.აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთისა და ევკალიპტის მალამო მოგიხსნით ტკივილსა და დაბუჟებას. დაძინებამდე კარგად შეიზილეთ ხელები და ფეხები ამ ნარევით. 3 დრიანი რუტინა საკმარისია რომ შედეგი მიიღოთ.

2.აუცილებლად ავარჯიშეთ თითები და მაჯები

ეს პროცესი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამსუბუქებს ტკივილს.

3. კიტრი, წიწაკა და არაყი

დამარილებული კიტრი დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ დაჭრილი რემდენიმე მწარე წითელი წიწაკა და დაასხით 0,5 ლ არაყი. 1 კვირის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ ადგილზე, შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ ხელებზე შედეგის მიღწევამდე.

4.ტიბეტელი ბერების მეთოდით მკურნალობა

თასზე დაასხით ცხელი წყალი და მთელი ძალით დააჭირეთ ფსკერზე თითები. დაბუჟება მალე გაგივლით.

5. პილპილი და ზეთი

10 გრ შავ დაფქვილ პიმპილს დაამატეთ 100 მლ ზეთი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ 30 წუთი. გაციების შემდეგ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. მალე მოგეხსნებათ ტკივილი და დაბუჟება.

6.სპილენძის სამაჯურები.

დაძინებამდე ან ძილის დროს გაიკეთეთ სპილენძის სამაჯურები და მოგეხსნებათ ხელების დაბუჟება.

რჩევა:

დაბუჟების დროს დაუშვებელია მოწევა, ალკოჰოლის, ყავის, მაგარი ჩაის მიღება. ცხელი საკვები, ბურღულეული, ასევე სხეულის გამკვრივება და ფიზიკური დატვირთვა ხელს შეუწყობს სისხლის მიწოდების ნორმალიზებას.

ფეხების შეშუპების სამკურნალოდ

  • შეშუპებას იწვევს ადმიანის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით დაგროვებული სითხე. ფეხების შეშუპებით ძირითადად მძიმე წონის ადამიანები იტანჯებიან.
  • ფეხების შეშუპებას იწვევს ბრტყელტერფიანობა, მოუწესრიგებელი ნივთიერებათა ცვლა, თირკმელების პრობლემა, ვარიკოზი, ლიმფის ნაკადი ან დიდი დატვირთვა ფეხებზე.
  • ახალგაზრდა ადამიანებში ფეხების შეშუპებას იწვევს სისხლძარღვების პრობლემა, ხოლო ასაკოვნებში-გულის დაავადებები.

ფეხების შეშუპების საწინააღმდეგოდ ეფექტურად გამოიყენება ხალხური საშუალებები:

ასტრაგალუსი

  • აიღეთ 10 გრ ასტრაგალუსი, დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში დღეში 3-ჯერ 3 სუფრის კოვზის ოდენობით. შემდეგ სამი დღე შეისვენეთ და პროცედურები კვლავ გააგრძელეთ. მკურნალობის სრული კურსი გრძელდება 6 თვე.
  • აიღეთ 1 ს. კ. ასტრაგალიუსი, ჩაყარეთ თერმოსში, დასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 8-10 საათი. მომზადებული საშუალების 1-2 ყლუპი მიიღეთ ყოველ 2 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 15 დღე.

შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება არყის ხის ფოთლების ან კვირტების ნაყენია.

აიღეთ 1 ს. კ. არყის ხის კვირტები ან 2 ს. კ. ფოთლები, დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ ჭამამდე ½ ჩ. ჭ.

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ოხრახუშის ღერების ან ფესვების ნაყენია.

აიღეთ რამდენიმე ღერი ნედლი ოხრახუში, დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 10 საათი. მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ს.კ.

Facebook კომენტარები
Vairkoseti