ბრონქიტის სამკურნალოდ, ჩემი შვილებისთვის, აქედან რამდენიმე მეთოდით მიმკურნალია – დედებო, ეს უნდა იცოდეთ!
ბრონქიტი – ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება. ბრონქიტი ბავშვებში ხშირია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ეს დაავადება გამოწვეულია ძირითადად ვირუსული ინფექციით.
მწვავე ბრონქიტის საწყისი სტადიის სიმპტომებია:
  • უმადობა
  • უხალისობა
  • უძილობა
  • ტემპერატურის მომატება
  • ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალია, შემდეგ კი ხდება სველი
  • გამოიყოფა ნახველი
მწვავე ბრონქიტი ექიმთან სათანადო მკურნალობის გარეშე გადადის ქრონიკულ ფორმაში.
ზეთი და სკიპიდარი
ხველის დაწყებისთანავე ბავშვს მკერდსა და ზურგს უზელენ მცენარეული თბილი ზეთისა და ცოტა სკიპიდარის ნარევით. თბილად უხვევენ ზურგს, მკერდს და აწვენენ.
არაყი და ძმარი
მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს ზელენ არყისა და ძმრის თბილი ნარევით (1:1), აძლევენ 1 ჩაის კოვზ გვირილის ნაყენს და თბილად აწვენენ ოფლის მოსადენად.
კარტოფილი
კარტოფილს კანიანდ ხარშავენ და ჭყლეტენ, უმატებენ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს და 2-3 წვეთ იოდს. კარგად ურევენ. თბილ მასას უსვამენ ქსოვილზე და აფენენ მკერდზე ყელამდე, ზემოდან აფენენ თბილ ქსოვილს. გაციების შემდეგ ხსნიან.
კარტოფილის ცოცხალი წვენი შაქრით დამტკბარი არის ამოსახველებელი საშუალება, რომელსაც აძლევენ ჩაის კოვზით დღეში რამდენჯერმე.
ნუშის ზეთი
თუ ბავშვს ბრონქებში ლორწო დაუგროვდა და ვეღარ იშორებს, დღეში რამდენჯერმე აძლევენ 1 ჩაის კოვზი შაქრის სიროფში დამატებულ 2-3 წვეთ ნუშის ზეთს. თან ასმევენ ოფლმდენ საშუალებებს: ჟოლოს ცხელ ჩაის, რძეს, ანისულის ან ფიჭვის კვირტების ჩაის. შეტევის ხასიათის ხველას ამსუბუქებს სკიპიდარის სუნი.
კომბოსტო
კომბოსტოს ფოთლებს ხარშავენ და წვენს ატკბობენ თაფლით. აძლევენ ბავშვს ჩაის კოვზით დღეში 5-6-ჯერ. ეს საშუალება კარგი ამოსახველებელია.
ცაცხვის ყვავილები
1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ შეფუთულ მდგომარეობაში 1 საათით და შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ გაციების, ხველის, ბრონქიტის, თავის ტკივილისა და ფილტვის ტუბერკულოზის დროს.
ჭარხალი
წითელ ჭარხალს ჭრიან წვრილად, იღებენ 2 სუფრის კოვზს და ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. შემდეგ ფუთავენ და აჩერებენ 1-2 სთ.
მიღება: 1/4 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში. შველის, ხმის ჩახლეჩას, ძლიერ ხველას, ქრონიკულ ბრონქიტსა და ბრონქიალურ ასთმას.
ძირტკბილა
ხარშავენ ძირტკბილას ძირებს და აძლევენ ბავშვს სუფრის კოვზით დღეში 4-5-ჯერ.
ციტრუსი
ფორთოხლის და გრეიფრუტის ცოცხალი წვენი საუკუთესო საშუალებაა სიცხის დასაწევად.
ჭერამი
ჭერმის კომპოტი სიცხის დამწევი საშუალებაა. ღებულობენ დღეში რამდენიმე ჭიქას.
Facebook კომენტარები