დაემშვიდობეთ გასტრიტს ამ სახლში მომზადებული სამკურნალო საშუალებებით – ეს ნაყენი თქვენი მშველელი გახდება!

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს (მწვავე) ან თანდათანობით განვითარდეს (ქრონიკული).

დღესასწაულებზე გადაჭარბებული მოლხენა, ბევრ ადამიანს უბიძგებს გასტრიტის, ლორწოვანი გარსის ანთებისკენ. მათ კი ხშირად უწევთ ეს პრობლემა სახლშივე მოაგვარონ, რათა დაიცვან კუჭის მჟავიანობისგან.

გასტრიტის ძირითადი მიზეზებია ალკოჰოლისა და თამბაქოს გადაჭარბებული გამოყენება და გარკვეული საკვების მოხმარება, თუმცა ის ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეული მედიკამენტების მოხმარებასთანაც.

საბედნიეროდ, ბუნება გვაწვდის მრავალფეროვან ინგრედიენტებს გასტრიტის სამკურნალო საშინაო საშუალებების შესამუშავებლად. კუჭის ტკივილის შესამსუბუქებლად რამდენიმე ზღაპრული რეცეპტი არსებობს, რომელიც დღესასწაულების დროს საპატიო ადგილს იკავებს.

გასტრიტის სამკურნალო საშუალებები

პიტნა
პიტნა სასიამოვნო და სუფთა არომატის მქონე მცენარეა, მდიდარია დამამშვიდებელი თვისებებით, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს კუჭის ტკივილი, დაასრულოს ნერვიულობა და დააჩქაროს გასტრიტის გაქრობა.

ინგრედიენტები:

  • 3 პიტნის ფოთოლი
  • ერთი ჭიქა წყალი

მომზადება:

გააცხელეთ წყალი და როცა ადუღებას დაიწყებს, ჩაყარეთ პიტნა და გადმოდგით გაზქურიდან.

გააჩერეთ დაახლოებით 15 ან 20 წუთი, შემდეგ ამოიღეთ პიტნა და დალიეთ სასმელი.

ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი ასევე იდეალურია გასტრიტისა და კუჭის ტკივილის საშუალებების მოსამზადებლად, მისი მდიდარი ანტიმიკრობული თვისებების გამო, იდეალურია ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ინგრედიენტები:

  • ჯანჯაფილი
  • ერთი ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი

მომზადება:

ჯანჯაფილს კანი მოაცილეთ და დაჭერით.

წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და ამ დროს დაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილი. შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან.

15 წუთის შემდეგ სითხე გაფილტრეთ საწურით და დალიეთ ნელ-ნელა.

ჯანჯაფილის გემო საკმაოდ სპეციფიურია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაარბილოთ იგი ამ ჯანსაღ სასმელში ცოტაოდენი თაფლის დამატებით.

Facebook კომენტარები