ჭინჭარს შეუძლია განკურნოს და აღადგინოს თქვენი უჯრედები თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე – ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

გარდა იმისა, რომ ჭინჭარს იყენებენ საჭმელად, უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ჭინჭრის წვენს, რომელსაც ამზადებენ ქორფა ფოთლებისა და ღეროებისგან. ის კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს და ააქტიურებს ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას.

ჭინჭარს შეუძლია განკურნოს და აღადგინოს თქვენი უჯრედები თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, ებრძვის ანემიას, დიაბეტს, ართრიტს, იცავს ღვიძლს.

ჭინჭრის წვენის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად, ღვიძლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად.

გარდა იმისა, რომ ეს მცენარე სასარგებლოა ანემიის დროს, ამცირებს სტრესის ეფექტს ჩვენს ორგანიზმში და დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულია ჭარბ შარდმჟავასთან, როგორიცაა პოდაგრა.

მწვანე ჭინჭრის სარგებელი

მწვანე ჭინჭრის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი არის ის, რომ ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ეს მცენარე ასევე:

  • იცავს ღვიძლს
  • ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
  • აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას
  • ზრდის ნაწლავის პერისტალტიკას
  • აჩერებს დიარეას

მწვანე ჭინჭრის, უფრო სწორად მასში ქლოროფილის მაღალი შემცველობის წყალობით, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის არტერიების კედლებზე ათერომის წარმოქმნას.

ეს ბალახი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაგროვილი სითხეების, ტოქსინების და ნარჩენების გამოდევნას.

ჭინჭარი გამოიყენება დეპრესიული ეპიზოდების შესამცირებლად ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებში, ასევე იმპოტენციის დროს.

მწვანე ჭინჭრის გარეგანი გამოყენება

კანის მოვლისას ჭინჭარი გვეხმარება ისეთი ნაკლოვანებების მოშორებაში, როგორიცაა:

  • აკნე
  • ჰერპეს ეგზემა
  • სიწითლე

სკალპის აღსადგენად და თმასთან დაკავშირებულ პრობლემებთან საბრძოლველად, როგორიცაა:

  • ქერტლი
  • თმის ცვენა

როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის სასმელი

ინგრედიენტები:

  • 3 ჩაის კოვზი ჭინჭრის გამხმარი ფოთლები
  • 0,5 ლიტრი წყალი

krapiva 4

მომზადება და გამოყენება:

  • წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე.
  • ჭინჭრის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი.
  • გააჩერეთ 10 წუთი
  • გადაწურეთ და დალიეთ.
Facebook კომენტარები