9 მცენარე რომელიც ჰაერის გაწმენდაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ…

lui 12 1რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰაერი შინ უფრო დაბინძურებულია ვიდრე გარეთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წმენდთ ან ალაგებთ სახლს, დიდი ალბათობით, ის უფრო დაბინძურებულია ვიდრე ეზო ან ქუჩა. ამის მიზეზი თანამედროვე ცხოვრების წესი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. გთავაზობთ იმ მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ოთახის ჰაერის გაწმენდაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ.

ალოე ვერა – ალოე ვერას თვისებები ყველასთვის ცნობილია: იგი იდეალურია კანის დამწვრობისა და გაღიზიანების დროს. ცოტამ თუ იცის, რომ ალოე ზუსტად ისევე “ამშვიდებს” და წმენდს ჰაერს, როგორც კანს.

ბამბუკის პალმა – ბამბუკის პლამა, იგივე ქამედორეა, ბევრს უბრალოდ პანდების საჭმელი გონია. თუმცა, ალოე ვერას მსგავსად, იგი ასუფთავებს ჰაერს ფორმალდეჰიდების, ბენზენისა და ტრიქლოროეთილენისგან. ბამბუკს პირდაპირი მზის სხივი უყვარს და შესაძლოა 12 ფუტის სიმაღლის გაიზარდოს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ქრიზანთემა – ქრიზანთემა ძალიან პოპულარული მცენარეა. ეს ფერადი და მარტივად მოსავლელი ყვავილები ყველას მოსწონს, თუმცა ცოტამ იცის როგორი ეფექტურია იგი დაბინძურებული ჰაერის გაწმენდისას.იგი მთლიანად შთანათქავს ამიაკს,ბენზოლს და ფორმალდეგიდს.

გვიმრა – გვიმრა ნესტიან და გრილ ადგლას უნდა გაახაროთ, შესაბამისად, აბაზანა საუკეთესო ადგილია მის მოსათავსებლად. გაახარეთ გვიმრა და დატკბით ფორმალდეჰიდებისა და ქსილოლისგან თავისუფალი ჰაერით.

დრაცენა – მიუხედავად იმისა, რომ დრაცენა კატებისა და ძაღლებისთვის ტოქსიკური მცენარეა, იგი საუკეთესო მებრძოლია ბენზოლის, ტრიქლოეთილენის და ქსილოლის წინააღმდეგ. მსოფლიოში ამ მცენარის 40-ზე მეტი სახეობა არსებობს და ყველა მათანი საკმაოდ ადვილი მოსავლელია. თუმცა, შინაური ცხოველების პატრონებს გირჩევთ ფრთხილად იყოთ.

სპატიფილუმი – სპატიფილუმი ძალიან ლამაზი მცენარეა როგორც გარეგნობით, ისე შესაძლებლობებით. ჩრდილის მოყვარული მცენარე ჰაერს ამონიუმის,ბენზოლის,ფორმალდეჰიდის და ტრიქლოეთილენისგან წმენდს. სპატიფოლუმს ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს, იგი ზაფხულში ყვავილობს.

ფიკუსი – დიახ, ფიკუსის ხე შინ უნდა შეიტანოთ. ფიკუსი ყველაზე პოპულარული მცენარეა ოთახის მცენარეებს შორის. თუკი დიდ ქოთანში მოათავსებთ შეძლებთ საკმაოდ დიდი ზომის გაზარდოთ. თუმცა მისი სიმაღლე მთლიანად ქოთნის ზომაზეა დამოკიდებული.

სანსევერია – სანსევერიას ძალიან ცოტა წყალი და სინათლე სჭირდება. ამიტომ, გულმავიწყი ადამიანებისთვის იგი იდეალური მცენარეა. საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სანსევერიას “სიდედრის ენას” უწოდებენ. არავინ იცის რატომ, სამაგიეროდ ცნობილია, რომ ეს მცენარე ჰაერს მიკრობებისგან წმენდს.

ქლოროფიტუმი – ქლოროფიტუმი ძალიან მარტივად და ლამაზად იზრდება, რაც მთავარია ის სპობს ქიმიკატებს, რომლებიც თქვენს საცხოვრებელ გარემოში გროვდება.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Facebook კომენტარები