სისხლძარღვების გაწმენდა ლურჯი იოდით. აი როგორ უნდა მოამზადოთ ის!

იოდის ჩვეულებრივი და კარგად ცნობილი ნაყენი შესანიშნავად უკეთებს ჭრილობის ზედაპირების დეზინფექციას, მაგრამ მისი შიდა გამოყენება აკრძალულია. ლურჯი იოდის სარგებელი საკმაოდ განსხვავებულია, ამიტომ არ უნდა შეეცადოთ მისი გამოყენება იმავე გზით.

თერაპიული აგენტის შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი ისეთია, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის შინაგანი გამოყენების დროსაც.
იაფი ავიაბილეთები avia.geეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არატოქსიკური ნივთიერება, მაგრამ მასთან მუშაობა მაინც მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას.

ლურჯი იოდის მომზადების წესი:

50 მლ თბილ წყალში გახსენით თავიანი 1 ჩ. კ. კარტოფილის სახამებელი („კრახმალი“), აურიეთ, დაუმატეთ იმდენივე შაქარი და რამდენიმე კრისტალი (დანის წვერით) ლიმნის მჟავა. ამასობაში აადუღეთ 150 მლ წყალი და ანადუღარ წყალში ჩაყარეთ მიღებული სახამებლის ნარევი, ანუ მოხარშეთ. გაციების შემდეგ მიღებულ ნარევში ჩაასხით ერთი ჩ. კ. 5 %-იანი იოდი. შაქრის და ლიმონმჟავას დამატება ნაყენს უფრო მდგრადს გახდის და შესაძლებელი იქნება მისი შენახვა თავდახურულ ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე, რამდენიმე თვის მანძილზე.

მიიღეთ 4-6 ჩ. კ. ჭამის შემდეგ, დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში, ასეთივე შუალედებით ან დღეგამოშვებით (ალერგიის შემთხვევაში მიიღეთ 2 ტაბლეტი გააქტიურებული ნახშირი).

ეს პროცედურა წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მათ ელასტიურობას, ხსნის სპაზმებს, კარგი საშუალებაა ინსულტის დროს, ეხმარება ინსულტისშემდგომ მდგომარეობას და დამბლას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, კარგი საშუალებაა დიზინტერიის, ბაზედოვის დაავადების, მარილების დაგროვების, გულის რევმატიული ტკივილების დროს.

ლურჯი იოდი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და შაქრის შემცველობას. ლურჯი იოდი შაქრის და ლიმონმჟავას გარეშეც შეგიძლიათ დაამზადოთ, მაგრამ მაშინ მისი შენახვის ვადა მხოლოდ 10 დღე იქნება. იოდის ზედმეტად გამოყენება საზიანოა. ორგანიზმის მიერ მისი გადაჭარბებული მიღების ნიშანი იქნება გამონადენი ცხვირიდან, შეიძლება გაციების ნიშნებიც გქონდეთ, ჭინჭრის ციება. რა თქმა უნდა ასეთ დროს იოდის
მიღება უნდა შეწყვიტოთ.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Facebook კომენტარები