საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს და იმუნიტეტის საგრძნობლად ამაღლებისთვის!
ვიტამინების მიღება აუცილებელია წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით, ზამთარში. ზამთრის პერიოდში ყველაზე ხშირად ვცივდებით და იმუნიტეტიც გვისუსტდება.
ყველამ კარგად ვიცით რომ ლიმონი ყველაზე მეტ C ვიტამინს შეიცავს და ეს სასარგებლოა ჩვენი იმუნიტეტისტთვის. მაგრამ, რადგან ლიმონის პირდაპირ შეჭამა ცოტა გვირთულდება, ამიტომ გთავაზობთ იდეალურ გამოსავალს – ეს არის ლიმონის ჯემი.
ესაა ვიტამინებით სავსე ჯემი , შეგიძლიათ დაამატოთ ნამცხვრებში და სხვა დესერტებში. მიირთვათ ჩაისთან ერთად. შეგიძლიათ მხოლოდ პურთან ერთად ან უბრალოდ კოვზით მიირთვათ.
ზამთრის ცივ ამინდებში, როდესაც გაციების დიდი შანსია, ეს პროდუქტი დაგეხმარებათ იმუნიტეტის ამაღლებაში და მის შენარჩუნებაში
ლიმონის ჯემში შემავალი ინგრედიენტები:
- ლიმონი 1 კგ.
- შაქარი 1,5 კგ
- წყალი 400 მლ.
მომზდების წესი:
კარგად გარეცხილი ლიმონი 30 წუთის განმავლობაში ჩააწყვეთ მდუღარე წყალში. შემდეგ, ცივ გარეცხეთ ცივი წყლით, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ამოაცალეთ კურკები.
კარგად გახსენით წყალში შაქარი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, მასში მოათავსეთ დაჭრილი ლიმონის ნაჭრები და ისევ წამოადუღეთ. შემდეგ გააციეთ. გაციებული მასა კვლავ დადგით ცეცხლზე და მიიყვნეთ ადუღებამდე.
და ბოლოს:
მიღებული მასა ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.
არომატული გემოს ლიმონის ჯემი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ წარმოუდგენლად სასარგებლოა, რადგან მასში შემავალი C ვიტამინი იცავს ჩვენს იმუნიტეტს და ორგანიზმს უნარჩუნებს კარგ ფორმას.
ლიმონის სურნელი კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონალური ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია.
ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, შაქარს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.
გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებსაც და მათთან ერთად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.