mobliurebi
mobliurebi

ზაფხულის სიცხეებს ადამიანი დეჰიდრაციისკენ მიჰყავს. თქვენ ახლაც კი შეიძლება არ იცოდეთ, გაკლიათ თუ არა წყალი. ჩამოგითვლით დეჰიდრაციის სიმპტომებს:

გაქვთ თავის ტკივილები; სანამ ტკივილგამაყუჩებლისკენ გაიწევთ, ერთი ჭიქა წყალი სცადეთ. თქვენი ტვინი წყლის ყველაზე დიდ რაოდენობას მოითხოვს. სისხლის მოძრაობა, ჟანგბადის მიწოდება – აი რა სარგებლობა მოაქვს წყალს ტვინისთვის. თუ კი ის საკმარისი არ არის, ჩვენ თავის ტკივილს ვგრძნობთ ხოლმე.

თავბრუ გეხვევათ; როცა დეჰიდრაციას განიცდით და ტვინში ჟანგბადის მიწოდება მცირდება, თქვენთვის მსოფლიო ტრიალებს, მხედველობა ბუნდოვანი ხდება. საბოლოოდ კი თავბრუსხვევას გრძნობთ. ეცადეთ წყალი რაც შეიძლება მალე დალიოთ. ხართ დაღლილი – ყოველთვის; დიახ, შეიძლება მოთენთილობა გულისხმობდეს იმას, რომ თქვენ მეტი ძილი გჭირდებათ. თუმცა მეორე მხრივ ეს დეჰიდრაციის ბრალიც შეიძლება იყოს.

არასასიამოვნო სუნთქვა; პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოგდით? იქნებ წყლის დალევა გეცადათ? ჰიდრირებული სხეული გამოყოფს ნერწყვს, რომელიც კლავს ბაქტერიებს. ცოტა ნერწყვია? მაშასადამე უფრო მეტი ბაქტერიაა. მეტი ბაქტერია კი უსიამოვნო სუნს უდრის.

თქვენი კანი გამომშრალია: დეჰიდრაცია კანსაც აშრობს. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ და შენიშნეთ, რომ ის გამოშრა, ეს დეჰიდრაციას ნიშნავს. საჭმელს კარგად ვერ ინელებთ: გაქვთ დისპესია ან საჭმლის მონელება გიჭირთ? შესაძლებელია თქვენ უბრალოდ წყლის დალევა გჭირდებათ. ნორმალური ჰიდრაციის დროს კუჭ-ნაწლავი იწმინდება და მუშაობს ისე, როგორც რეგულარულად.

თქვენი შარდი სხვა ფერისაა: თქვენი შარდი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, იმის გასაგებად გაკლიათ თუ არა წყალი. დღეში თქვენ შარდი 6-7-ჯერ უნდა გამოყოთ და ის უნდა იყოს თეთრი ან ღია ყვითელი. სხვა შემთხვევაში წყალი დალიეთ. სიცხეები: ზოგჯერ სიცხეები უბრალოდ ორგანიზმის დეჰიდრაციას უკავშირდება.

კუნთების ტკივილი; თქვენ კუნთები გტკივათ. იცით, რომ მათი 80 % წყალია? ხოლო ამ უკანასკნელის ნაკლებობა ტკივილს იწვევს.

არ ოფლიანობთ; ვარჯიშის დროს რამდენს ოფლიანობთ? გამოყოფთ თუ არა ოფლს რეგულარულად? თუ ამ კითხვაზე პასუხი არაა, მაშინ ეცადეთ მეტი წყალი დალიოთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება