ეს საჭმელები ბევრ კალორიებს შეიცავენ, თუმცა დანაყრების შეგრძნებას მაინც არ აჩენენ. სწორედ ამიტომ ადამიანები მათი ჭამისას ხშირად ზედმეტად დიდ პორციას მიირთმევენ, რაც წონაში მატებას იწვევს.
გადამუშავებული შაქრის შემცველი პროდუქტები
ტკბილეული და კამფეტები უამრავ კალორიას შეიცავენ, შესაბამიდან ყოველდღიურად მათი ჭამა თქვენი წონის მატებას ძალიან შეუწყობს ხელს. თანაც, კამფეტების ჭამის შემდეგ თქვენ მალევე დაგიბრუნდებათ შიმშილის შეგრძნება, რადგან ისინი ძალიან ცოტა ბოჭკოებს შეიცავენ, პარალელურად კი მათში არსებული მაღალი რაოდენობის გლუკოზა თქვენი მადის გაზრდას გამოიწვევს.
ხილის წვენი
ხილისგან განსხვავებით, მათი წვენები საერთოდ არ დაგანაყრებთ. ეს მათში ზედმეტად დაბალი რაოდენობის ბოჭკოს შემცველობითაა გამოწვეული. ხილის გამოწურვის დროს ჩვენ წვენში ვინარჩუნებთ შაქარს და ვიტამინების და მინერალების გარკვეულ რაოდენობას, თუმცა დიეტური ბოჭკოები გვეკარგება. ეს წვენს ჩვენი დანაყრების ძალას ართმევს, ხოლო ბოჭკოს ნაკლებობა ორგანიზმის მიერ წვენში არსებული გლუკოზის უფრო სწრაფად შეწოვას იწვევს. ეს პანკრეასის უფრო მეტად დატვირთვას იწვევს. სწორედ ამიტომ სჯობს წვენის ნაცვლად მთლიანი ხილი მიირთვათ. თუმცა, მათი ბლენდერში მოთავსების დახმარებით შეგიძლიათ გემრიელი სმუზი მოიმზადოთ და ხილის სასარგებლო თვისებებიც შეუნარჩუნოთ თქვენს სასმელს.
მაკარონი
ტკბილეულის მსგავსად ეს პროდუქტიც დიდი ოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და დაბალი ბოჭკოს შემცველობით გამოირჩევა. სწორედ ამის გამო მაკარონის ჭამა ორგანიზმში ჰიპოგლიკემიას იწვევს, რაც საჭიროზე უფრო მეტი საჭმელის ჭამას გაიძულებთ. მაკარონში ასევე ხშირად ურევენ ცხიმოვან სოუსებს, რაც ასევე ზედმეტი პორციის ჭამას განდომებთ.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.