ავოკადოს და ბანანის კრემი

ამ კრემის დახმარებით ქუსლის კანის სინაზეს უმოკლეს ვადაში აღადგენთ.

კომპონენტები:
ავოკადო – 1 ცალი
ბანანი – 1 ცალი

რეცეპტი:

ათქვიფეთ კომპონენტები ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ წაისვით მიღებული ნაზავი ქუსლებზე და შეიხვიეთ ქუსლი ფოლირებული ქაღალდით. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კანის გლუვი ზედაპირის მიღებამდე.

content пятки

ლიმონის სახეხი ნაზავი

ამ საშუალებას შეუძლია ქუსლის ზედაპირიდან მკვდარი კანის უჯრედების მოშორება. თუკი ქუსლზე ღრმა ბზარები ან ჭრილობები გაქვთ, მაშინ ამ პროცედურის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

კომპონენტები:
1 ლიმონის წვენი
შაქარი – 1/4 ჭიქა

რეცეპტი

აურიეთ შაქარი და ლიმონის წვენი ერთმანეთში და წაისვით მიღებული ნაზავი სველ ფეხზე წრიული მოძრაობებით. დაელოდეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ქუსლი თბილი წყლით. ამ პროცესის გამეორება შესაძლებელია ყოველდღიურად.

ქოქოსის ზეთი

ამ პროდუქტს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია და ებრძვის სოკოს და ბაქტერიებს. ზეთი ატენიანებს ქუსლის უხეშ და გამომშრალ კანს და აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს.

გამოყენების წესი:

წაისვით ზეთი ქუსლებზე და შეიზილეთ ბოლომდე შეწოვამდე. შეასრულეთ ეს პროცესი დღეში ორჯერ, ყოველდღიურად.

კაკაოს კარაქი

ეს პროდუქტი ებრძვის სიმშრალეს და აღადგენს კანის სტრუქტურას.

გამოყენების წესი:

წაისვით პროდუქტი ქუსლებზე და შეიზილეთ ბოლომდე შეწოვამდე. შეასრულეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები