mobliurebi
mobliurebi

ხვრინვა ის ხმაა, რომელსაც ოროფარნქსის რბილი ქსოვილები გამოსცემენ სუნთქვის დროს მათში ჰაერის გავლისას. ამ ხმის გამოცემის მიზეზი ძირითადად ხახის კუნთების დასუსტებაა. ხვრინვას ასევე ყელის კუნთების დიამეტრის შემცირებაც იწვევს, რაც მათ გარშემო არსებული ქსოვილების მიერ გაზრდილი წნევის ბრალია ძირითადად. საბედნიეროდ მარტივი ვარჯიშებით ამ ხმის შემცირება ან სრულიად გაქრობაც კი გახლავთ შესაძლებელი.

სტატისტიკის მიხედვით, ხვრინვის პრობლემა ზრდასრული ადამიანების 30 პროცენტს აწუხებს და ამ რიცხვის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ პრობლემის მქონე მოსახლეობის უმრავლესობა ხვრინვას ფიზიოლოგიურ თვისებათ მიიჩნევს, თუმცა სინამდვილეში მისი მოშორება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ეს განსაკუთრებით მაშინაა სასარგებლო, როდესაც არ გსურთ ხმაურით სხვისი ძილის ხარისხის გაუარესება.

სახის კუნთების ელასტიურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყოველდღიურადდ შეასრულოთ რამდენიმე მარტივი ვარჯიში, რაც ხვრინვის მსგავსი პრობლემებისგან ეფექტურად დაგიცავთ.

გაავარჯიშეთ ყელის უკანა კედლის კუნთები გრძელი ისეთი გრძელი და ხმოვანი სიტყვების გამოკვეთილად წარმოთქმით, როგორიცაა "mooo", "meee", "miii" და "muuu" . გაიმეორეთ ეს სიტყვები მინიმუმ ათჯერ.

ხახის სიღრმეში დაიწყეთ "ნგ" ასოების ერთდროულად წარმოთქმა და გააღეთ პირი ფართოდ იქამდე, სანამ პირი მხოლოდ "ა" ხმის გამოცემას არ დაიწყებს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ.

content храп

ხვრინვის პრობლემის უფრო სწრაფად გასაქრობად აუცილებელია შეამციროთ ალკოჰოლური სასმელების დალევა. ასევე მოერიდეთ საძილე აბების მიღებასაც. ზოგჯერ ხვრინვა ბევრად უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომიც კი შეიძლება იყოს, ამიტომაც თუკი იგი ზედმეტად გაწუხებთ თქვენ ან თქვენს პარტნიორს, მაშინ სჯობს ექიმს ესტუმროთ უფრო დეტალური კონსულტაციისთვის.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება