e18396e18394e18393e1839be18394e183a2e18398 e183a0e18390e1839de18393e18394e1839ce1839de18391e18398e18397 e183a9e18390e18398e183a1 5ec8393ea714e
მარტივი ჭეშმარიტება-ზედმეტი არაფერი ვარგა, იგივეა რაც, ზომიერების გრძნობა და ოქროს შუალედი ყველაფერში საჭიროა.ხილის წვენების, ჩაისა და ყავის ზედმეტი რაოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას.

წვენის ზედმეტი რაოდენობის მიღება იწვევს:

სიმსუქნეს, დიარეას, შებერილობას, მუცლის ტკივილს, გაზების დაგროვებას

წვენი განაყრებთ და საკვების მოთხოვნილება გიქრებათ. ასევე, ორგანიზმი იღებს კალორიებს, რომლებსაც ნახშირწყლები და შაქარი შეიცავს.

ჩაის ზედმეტი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, თირკმელების გაჩერება გამოიწვიოს. ასე დაემართა არკანსასში მცხოვრებ მამაკაცს. ის ყოველდღე, მიირთმევდა 16 ფინჯან ცივ ჩაის.

შავი ჩაი მდიდარია ოქსალატით, რომელიც ანადგურებს თირკმელების ქვებს. ზედმეტი რაოდენობის მწვანე ჩაიმ კი შესაძლოა, გამოიწვიოს უძილობა. ჩაი შეიცავს ტანინს, რომელიც ამცირებს ორგანიზმში, ფოლიუმის მჟავების შეწოვას. სწორედ ამიტომ ურჩევენ ფეხმძიმე ქალებს, რომ თავი აარიდონ სიცოცხლის ელექსირად წოდებული სითხის მიღებას.

ყავის ზედმეტი დოზით მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს:

e18396e18394e18393e1839be18394e183a2e18398 e183a0e18390e1839de18393e18394e1839ce1839de18391e18398e18397 e183a9e18390e18398e183a1 5ec8393fc94a6

გულის აჩქარება, უკურეაქცია და, შესაბამისად, გულძმარვა, მოუსვენრობა, შფოთვა, სპაზმები, როგორიცაა კუნთების დაჭიმვა, დაბნეულობა, დიურეზი, ორგანიზმის გაუწყლოება, გასტროენტეროლოგიური პრობლემები

მოზრდილმა ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში, 400 მილიგრამზე მეტი კოფეინი არ უნდა მიიღოს. ეს იგივეა, რაც 2 ფინჯანი მოხარშული ყავა, ორი ქილა ენერგეტიკული სასმელი ან 10 ქილა გაზიანი სასმელი.

Facebook კომენტარები