იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari
Avia.ge -მ, საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაბილეთების ონლაინ პლატფორმამ წარადგინა მანიფესტს, რომელიც ემიგრანტების ინტერესების დაცვას ემსახურება. ინიციატივა ითვალისწინებს პირდაპირი რეისების დანიშვნას იტალიის ქალაქ ბარიდან საქართველოს მიმართულებით – მიზანი მარტივია: ემიგრანტებისთვის ფრენები გახდეს უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი.
ბარი (იტალია) მრავალი ქართველისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია – იქ დღეს ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა, პირდაპირი რეისის არქონა სერიოზულ სირთულეებს ქმნის: დროში გაწელილი მგზავრობა, დამატებითი ფინანსური ხარჯები და გართულებული მარშრუტები.
Avia.ge -ს ეს მანიფესტი სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა!
მანიფესტში ნათქვამია:
„მივმართავთ ავიაკომპანიებსა და შესაბამის უწყებებს – ბარიდან საქართველოს მიმართულებით აუცილებელია პირდაპირი რეისის დანიშვნა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ემიგრანტების ცხოვრებას, შეამცირებს სტრესსა და ხარჯებს და ხელს შეუწყობს მათ სამშობლოსთან უფრო მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას.“
თუ შენთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი – შეუერთდი ინიციატივას და გამოხატე მხარდაჭერა ბმულზე:
🔗 https://avia.ge/petition-flights-from-bari/
შენი ხმა მნიშვნელოვანია! ამან შესაძლოა ავიაკომპანიებს ბიძგი მისცეს, განიხილონ და რეალობად აქციონ ბარიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს მიმართულებით.