მარტივი რეცეპტი ნაწლავებდან ტოქსინებისა და შხამების მოსაშორებლად!
ბევრი ჩვენგანი აწყდება პრობლემებს და სხვადასხვა დარღვევებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
ცუდი ეკოლოგია, უვარგისი საკვები, წყალი, სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვ. ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე ნივთიერებების დაგროვებას და საჭირო ხდება ამ "მავნებლებისგან" გაწმენდა.
ორგანიზმის გაწმენდა უნდა დაიწყოთ კუჭ-ნაწლავის გაწმენდით, რადგან სწორედ აქ გროვდება მთელი ორგანიზმის "ნარჩენები" და არ დავუშვათ კუჭის შეკრულობა, რაშიც დაგეხმარებათ ზოგიერთი ხალხური საშუალება.
თქვენი მსხვილი ნაწლავის გამართულად ფუნქციონირებისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ სასარგებლო რჩევებს და ისარგებლოთ ხელნაკეთი რეცეპტებით.
ამ დეტოქსის საშუალებით თქვენ მოიშორებთ ყველანაირ დისკომფორტს. ამისთვის კი მხოლოდ ერთი დღე დასვენება და ბუნებრივი ხელმისაწვდომ პროდუქცია გჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- წყალი - 100 მლ;
- ზღვის მარილი - 0,5 ჩ/კ;
- ვაშლის წვენი (ნატურალური) - 0,5 ჭიქა;
- ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ;
- ლიმონის წვენი - 2 ს.კ
მომზადება:
წყალი ოდნავ გაათბეთ, დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ სანამ ბოლომდე არ დაიშლება. შემდეგ სასმელს დაუმატეთ ყველა სხვა ინგრედიენტი და კვლავ აურიეთ.
რეკომენდებულია 3 ასეთი პორციის დალევა: დილით უზმოზე, შუადღისას ჭამის წინ და საღამოს. დარწმუნდით, რომ საკვები ამ დღეს მსუბუქია, სასურველია შედგებოდეს თევზისა და ჩაშუშული ბოსტნეულისგან. სასმელის გარდა, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 6 ჭიქა სუფთა წყალი.
- ზღვის მარილი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას და ასტიმულირებს ტოქსინების გაწმენდას.
- ვაშლი ჯანჯაფილისა და ლიმონის წვენი გააუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას და აღმოფხვრის შებერილობას.
ასევე მიირთვით ბევრი ბევრი ნესვი; უზმოზე ან საღამოს, ძილის წინ მიიღეთ 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი და 1 ჩ/ჭ კეფირი; ორგანიზმს ასევე კარგად წმენდს სტაფილოს, ნიახურისა და კარტოფილის წვენის ნარევი.