mobliurebi
mobliurebi

აკნეს სამკურნალო 3 ხელნაკეთი ნიღაბი... აუცილებლად უნდა სცადოთ!

ნატრიუმის ბიკარბონატი, ანუ საკვები სოდა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნატურალური პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ცხიმის გამომუშავების შესამცირებლად და შავი წერტილებისა და მუწუკების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს არის ძალიან ეკონომიური და ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტი, რომელიც ადვილად შეიძლება გაერთიანდეს სხვა დანამატებთან მისი თვისებების გასაუმჯობესებლად.

მაშ, როგორ მოქმედებს საცხობი სოდა კანზე?

  • აქვს ამქერცლავი ეფექტი
    მისი ტექსტურის გამო, ეს ინგრედიენტი მოქმედებს როგორც ბუნებრივი სკრაბი, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ნარჩენ მინარევებს, რომლებიც გროვდება კანის ზედაპირზე.
  • არეგულირებს pH-ს
    კანზე წასმის შემდეგ ნატრიუმის ბიკარბონატი აღადგენს კანის ბუნებრივ pH-ს და ანეიტრალებს ნებისმიერ დისბალანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი.
  • გააჩნია შემკვრელი ეფექტი
    ფაქტობრივად, საცხობი სოდა იდეალურია ჭარბი ცხიმის შთანთქმისთვის, რომელიც წარმოიქმნება ზედმეტად აქტიური ცხიმოვანი ჯირკვლებით.
  • ამცირებს აკნეს კვალს და ნაწიბურებს
    მისი გამწმენდი და სამკურნალო ეფექტის გამო, ამ პროდუქტს შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ნიშნები, რომლებიც ხშირად რჩება ქრონიკული გამონაყარის ან ცუდად დამუშავებული აკნეს შემდეგ.

საკვები  სოდა არ არის განკუთვნილი კანის ყოველდღიური მოვლისთვის. თუმცა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მინარევების მოცილებას, რაც გარკვეულწილად იწვევს აკნეს.

1. მკურნალობა სოდით და თაფლით.

ნატრიუმის ბიკარბონატის თვისებების შერწყმით თაფლის დამატენიანებელ ძალასთან, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ეფექტურ მკურნალობას აკნესა და შავი წერტილებისთვის.

ორივე ინგრედიენტი ღრმად ასუფთავებს ფორებს და ხელს უწყობს pH-ის აღდგენას ცხიმის ჭარბი გამომუშავების შესაჩერებლად.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა (20 გრ)
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი (50 გრ)

შეურიეთ სოდა თაფლს, სანამ არ მიიღებთ სქელ მასას. წაისვით პროდუქტი მთელ სახეზე ან კანის აკნეულ ადგილებში და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ კვირაში ორჯერ.

2. მკურნალობა სოდათა და ლიმონით.

ლიმონი კანის დეტოქსიკაციისა და გაღიავების ინგრედიენტია. საკვებ სოდასთან ერთად ის ხელს უწყობს კანის სრულყოფილად გაწმენდას, ტოქსინებისა და ცხიმის ნარჩენების მოცილებას, რომლებიც ქმნიან შავ წერტილებს და აკნეს.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი სოდა (10 გრ)
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი (15 მლ)

შეურიეთ საკები სოდა 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს, რომ მიიღოთ პასტა. შეიზილეთ პროდუქტი კანის პრობლემურ ადგილებში. მასაჟით წრიული მოძრაობებით. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.

შენიშვნა: გამოიყენეთ ეს საშუალება მხოლოდ ღამით, რადგან ამის შემდეგ კანი მზის შუქზე არ უნდა მოხვდეს.

3. მკურნალობა სოდათა და ქოქოსის ზეთით.

ეს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის რეგულირებას. ასეთი ნიღაბი იცავს კანს ინფექციებისგან და, თავის მხრივ, ხელს უშლის მათ შემდეგ ქრონიკული აკნესა და ნაწიბურების გაჩენას.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი სოდა (10 გრ)
  • 1 სუფრის კოვზი ორგანული ქოქოსის ზეთი (15 გრ)

შეურიეთ სოდა ქოქოსის ზეთს, რომ მიიღოთ სქელი პასტა. წაისვით პროდუქტი მსუბუქი წრიული მასაჟის მოძრაობებით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მუწუკების მქონე ადგილებს. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება