დაფნის ფოთლის წარმოუდგენელი სარგებელი და გამოყენება! ეს ყველამ უნდა იცოდეს!
კარგმა მზარეულმა იცის მდიდარი და გემრიელი სუპის ან ჩაშუშვის საიდუმლო: ეს არის დაფნის ფოთოლი. ეს მცენარე კერძებს აძლევს დახვეწილ მდიდარ გემოსა და არომატს, რაც მათ დაუვიწყარს ხდის. მაგრამ დაფნის ფოთლები არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვების გემოს და არომატს, არამედ აქვს მრავალი სხვა სასარგებლო გამოყენებაც.
დაფნის ფოთოლი დეტოქსიკაციას ახდენს და ანელებს დაბერებას, ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს და ეხმარება ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, დაწყებული რესპირატორული დაავადებებიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობამდე. ეს არის ძლიერი მცენარე, რომლითაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ისარგებლოს.
- შფოთვა და დაღლილობა
დაფნის ფოთოლში ქიმიკატების კომბინაციას წვის დროს აქვს დამამშვიდებელი ფსიქოდელიური ეფექტი. საკმარისია საკმეველივით დაწვათ რამდენიმე გამხმარი დაფნის ფოთოლი. მისი ჩასუნთქვა გადუნებთ, მაგრამ ფხიზელ გონებას გინარჩუნებთ. დაფნის ფოთლის წვის ყველაზე კარგი ის არის, რომ ის არ გადუნებთ და არ იწვევს ძილიანობას, პირიქით, გააფხიზლებს და ხსნის დაღლილობას. - სასუნთქი სისტემა
დაფნის ფოთოლი არის რესპირატორული სტიმულატორი და დაგეხმარებათ ფილტვებში ნახველისა და ლორწოს მოცილებაში. დაფნის ფოთლებით სასუნთქი სისტემის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საშუალებაა მისი არომატის შესუნთქვა წვის დროს. ასევე შეგიძლიათ გაიკეთოთ მკერდის მასაჟი დაფნის ზეთით, ალერგიისა და ასთმის სამკურნალოდ. - ქერტლი
ქერტლის მოსაშორებლად დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი შეურიეთ შემთბარი ჟოჟობას ზეთს. შეიზილეთ მიღებული ნაზავი სკალპში, შემოიხვიეთ თავი პირსახოცით და გაიჩერეთ 15-60 წუთის განმავლობაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი დაფნის ზეთი თქვენს ჩვეულებრივ შამპუნში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. - შაქრიანი დიაბეტი
დაფნის ფოთოლი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ დღეში მხოლოდ 3 გრამი დაფნის მირღმევამ შეიძლება შეამციროს გლუკოზის დონე. - საჭმლის მონელება
ალტერნატიული მედიცინის ბევრ კულტურას ხმელთაშუა ზღვიდან აღმოსავლეთ აზიამდე სჯერა დაფნის დათბობისა და სამკურნალო თვისებების. ამბობენ, რომ დაფნის ფოთოლი აძლიერებს „მონელების ცეცხლს“. ამიტომ კერძებს უფრო ხშირად დაუმატეთ დაფნის ფოთოლი. - გულის ჯანმრთელობა
ორგანული ნაერთი კოფეინის მჟავა, რომელსაც შეიცავს დაფნის ფოთოლი, ამაგრებს გულში კაპილარების კედლებს. ის ასევე ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის მოცილებას გულ-სისხლძარღვთა სისტემისგან. - სახსრების ანთება
დაფნის ფოთლის ეთერზეთის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები მას თითქმის ისეთივე ეფექტურს ხდის, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ტკივილის შესამსუბუქებლად, წაისვით დაფნის ფოთლის ეთერზეთი მტკივნეულ სახსრებზე და გამოიყენეთ იგი თქვენი რეგულარული დიეტის ნაწილად.