გაყინული ლიმონი გიხსნით სიმსუქნისგან და დიაბეტისგანაც კი! 

ლიმონს გაყინვა ძირითადად ცედრას გამო ხდება. გალღობის შემდეგ ის უფრო რბილი და საჭმელად ადვილი ხდება.

სხვა ხილის უმეტესობის მსგავსად, ლიმონის კანი შეიცავს მაქსიმალურ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის რეგულირებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. იგი ასევე შეიცავს ანტიმიკრობულ, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს.

არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს.

ლიმონის რეგულარული მოხმარება ორგანიზმში დადებით ცვლილებებს იწვევს. ჩვენ ჩამოვთვლით მათ მთავარ უპირატესობებს:

GAYINULI LIMONI

  • ინსულტის რისკის შემცირება;
  • იმუნური სისტემის გაძლიერება;
  • ანთების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი;
  • შეუძლია ასთმის სიმპტომების შემსუბუქება;
  • ებრძვით დეპრესიას და შფოთვას;
  • ასუფთავებს თირკმელებსა და ღვიძლს.

უბრალოდ დაამატეთ გაყინული ლიმონი ქერქთან ერთად თქვენს სმუზებს და მიიღეთ შესამჩნევი სამკურნალო და პრევენციული ეფექტი ამ მარტივი და ჯანსაღი სასმელისგან!

როგორ მოვამზადოთ ლიმონისგან ყინულის კუბიკები?

1. გარეცხეთ ლიმონები ცივი გამდინარე წყლის ქვეშ, გააშრეთ.
2. დეზინფექციისთვის ერთი წუთით ჩაყარეთ ვაშლის ძმარში.
3. შედგით საყინულეში 12 საათით (მაგალითად მთელი ღამის განმავლობაში).
4. დილით გახეხეთ მთელი გაყინული ლიმონი – რბილობი, კანი და თესლიც კი.
5. მიღებული მასა გაანაწილეთ ყინულის მოსამზადებელ ჭურჭლის უჯრებში და შედგით საყინულეში.

Facebook კომენტარები