გემრიელი და ჯანსაღი მკურნალობა! იცოდით რომ წყალი და ქიშმიში ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას?!
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს სხეულს წყალი სჭირდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის სიჯანსაღისათვის. ჩვენი სხეულის სასიცოცხლო ორგანოებს შორის გამორჩეულია ღვიძლი, რომელიც აერთიანებს ცილებს და ასუფთავებს ჩვენს სისხლს. ღვიძლის ციროზი, A, B და C ჰეპატიტები ყველაზე საშიში დაავადებებია. თუ წყალს ქიშმიშს დაუმატებთ, ღვიძლის გასაწმენდად საუკეთესო წამალს მიიღებთ.
ამიტომ, დაიწყეთ დილა წყლისა და ქიშმიშის მიღებით - აი როგორ გაიწმინდოთ ღვიძლი მხოლოდ 2 დღეში:
- აირჩიეთ 1 ჭიქა კარგი თეთრი ქიშმიში.
- აიღეთ ქვაბი და ჩაასხით მასში 3 ჭიქა წყალი და დაამატეთ ქიშმიში.
- მოხარშეთ ქიშმიში 2 წუთის განმავლობაში და დატოვეთ წყლიან ქვაბში 24 საათი.
- მეორე დღეს დალიეთ ერთი ჭიქა.
- შეგიძლიათ დალიოთ ცხელი, თბილი ან ცივი, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოგწონთ. ყველაფერი მარტივია!
სულ რაღაც 2 დღეში თქვენ დაიწყებთ დადებითი შედეგის შეგრძნებას.
მიზანშეწონილია მკურნალობის გაგრძელება მთელი კვირის განმავლობაში. ასევე, ამ პროცესის დროს უნდა შეამციროთ ცხიმოვანი მჟავების მიღება და მოერიდოთ სამელს.
რატომაა ქიშმიში ასეთი სასარგებლო?
ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ჩვენთვის საკმაოდ ცნობილი ჩირია. ის პრაქტიკულად ყურძნის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, ვიტამინებს – 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი - 100%-ით.
- ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, P, PP, C,
- მინერალებიდან – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, კობალტი.
- ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს, აზოტოვან ნივთიერებებს, ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.