რატომ ღეჭავენ მიხაკს და რატომ უნდა მოიქცეთ თქვენც ასე?! ეს ძალიან სასარგებლოა და უნდა იცოდეთ!

მიუხედავად იმისა, რომ ეს “საღეჭი რეზინი” ინდოეთში ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივად პოპულარულია, დღეს ეს ტენდენცია აქტიურად ვლინდება სხვა კონტინენტებზე.

მიხაკის სარგებელი:

თვით ფრაზა “დაღეჭ მიხაკი” რატომღაც ექსტრავაგანტულად ჟღერს და არც ისე მადისაღმძვრელად. სინამდვილეში, მიუხედავათ მთელი თავისი მდიდარი არომატისა, სანელებელი პრაქტიკულად უგემურია. მაგრამ თუ დღეში ორ-სამ მიხაკს დაღეჭავთ, მაშინ ორგანიზმს რამდენიმე კვირაში უმჯობესობა დაეტყობა, კერძოდ:

1. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

დადასტურებულია, რომ მიხაკის ზეთი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას. მიხაკის კვირტების ღეჭვა დაგეხმარებათ საჭმლის მონელების და შებერილობის პრობლემებისგან თავის დაღწევაში.

2. აქრობს მოგზაურობისას გულისრევის შეგრძენას

თუ გულისრევა ხშირად გაწუხებთ , მაშინ მიხაკის კვირტი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ 10-15 წუთში. ეს ყველაფერი ზემოაღნიშნული მაგიის გამოა, საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით, ასევე სისხლში შაქრის დონეზე ზემოქმედების უნარის გამო. ამ მიზეზით, ზედმეტი არ იქნება მოგზაურობისას სანელებლების თან წაღება – ეს სწრაფად მოგიხსნით მოგზაურობისას გულისრევის სიმპტომებს. მხოლოდ ორსულებმა სჯობს თავი შეიკავონ ამ საშუალების მიღებისგან.

3. ღვიძლი უკეთ იმუშავებს

ღვიძლი არის ჩვენი ორგანიზმის მთავარი ფილტრი, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის თავისუფალი რადიკალების შეტევას. სწორედ ისინი აბერებენ სხეულს და უამრავ ცუდ გავლენას იწვევს. მიხაკის ზეთი ამ პასუხისმგებელ ორგანოს დაეხმარებაა.

4. ღრძილები გახდება უფრო ჯანმრთელი და სუნთქვა უფრო ჯანსაღი

მიხაკს აქვს ძლიერი ანტისეპტიკური თვისებები. გასაკვირი არ არის, რომ მისი ზეთი გამოიყენება სტომატოლოგიაშიც კი, როგორც დროებითი შემავსებლის კომპონენტი. ამიტომ, მიხაკის ღეჭვა დადებითად მოქმედებს ღრძილების და მთლიანად პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.

5. მისი გამოყენებით, საერთო ჯამში, თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ.

მიხაკი აჩქარებს ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებს. თუმცა, ტონუსის რეგულარულად გაზრდის მიზნით, ეს სანელებელი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ნორმალური არტერიული წნევის მქონე ადამიანებმა.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არსებობს პანაცეა. და ამიტომ, ძალიან სასარგებლო მიხაკსაც კი აქვს უკუჩვენებები:

1. სისხლდენა

არ გამოიყენოთ მიხაკი სისხლდენის დროს

მიხაკი არ უნდა გამოიყენოთ, თუ რაიმე სახის სისხლდენა გაწუხებთ: სანელებელი მხოლოდ ამ პროცესს გააძლიერებს.

2. სისხლში შაქრის დაბალი დონე

დაბალი შაქარი და მიხაკი არ ერწყმის ერთმანეთს.

მიხაკის ზეთი თავისთავად ამცირებს გლუკოზის გამომუშავებას და, შესაბამისად, დაბალი შაქრით, მას მხოლოდ ჰიპოგლიკემიის გამწვავება შეუძლია.

3. ალერგია

შესაძლო ალერგია

ინდივიდუალური რეაქციები ზოგჯერ არაპროგნოზირებადია, ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს სხეულს. და ალერგიის პირველი სიმპტომების დროს შეწყვიტე მიხაკის მიღება.

ეს სტატია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა. ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ კვალიფიციურ სამედიცინო პროფესიონალს ამ სტატიაში მოცემული ინფორმაციის გამოყენებამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები