გასწავლით იაპონელი ქალების ახალგაზრდობის საიდუმლოს!

გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ მაინც და თქვენი სახე 10 წლით ახალგაზრდულ იერს შეიძენს!

შეგწუხათ სახეზე ნაოჭებმა, რადგან ისინი ხანდაზმულს გხდით? დაბერების პროცესი ხშირად ხდის კანს მოდუნებულს და გვიჩენს ნაოჭებს. ხანდახან მუქ ლაქებიც კი ჩნდება და კანის არათანაბარ ტონს შეუძლია თქვენ სახეს უსიცოცხლო იერი მიანიჭოს.

თუ გსურთ სცადოთ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ სულ რაღაც ერთ კვირაში, ჩვენ გაგიმხელთ იაპონელი ქალების საიდუმლოს!

ამ გასაოცარ რეცეპტს იაპონელი ქალები საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ და მისი მთავარი ინგრედიენტი ბრინჯია.

ბრინჯს აქვს მრავალი სამკურნალო თვისება, რაც კანს ნათელს და გლუვს ხდის. ის აშორებს მუქ ლაქებს. მას ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური უნარი და ლინოლეინის მჟავის შემცველობის გამო ბრინჯი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას კანის უჯრედებში. ის ამცირებს ნაოჭებს და ამით ახალგაზრდულად გამოიყურებით.

ბრინჯის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის შეიცავს ნაერთს, სახელად სკალენს, რომელიც უზრუნველყოფს მზისგან დაცვას და ასევე აღადგენს მზის სხივებით დაზიანებულ კანს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საშუალება რეგულარულად კანის გასაახალგაზრდავებლად.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ბრინჯი თქვენი კვების რაციონში, რადგან ის მდიდარია გამა-ორიზანოლით და ვიტამინით E, რომელიც პასუხისმგებელია სისხლში ქოლესტერინის დაქვეითებაზე და გულის სიჯანსაღეზე.

ინგრედიენტები:

  • 3 ს.კ ბრინჯი
  • 1 ს.კ რძე
  • 1 ს.კ თაფლი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

აიღეთ ბრინჯი და მოხარშეთ 1 ჭიქა წყალში საშუალო ცეცხლზე. გამორთეთ ცეცხლი და გადაწურეთ ნარევი 2-3 წუთის შემდეგ. მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად. შეურიეთ და წაისვით ნიღაბი სახეზე. ნიღაბი მთლიანად გაშრება 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ სახე იმ წყლით, რომელშიც ბრინჯი მოხარშეთ.

გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი!

ბრინჯის ანტიოქსიდანტური და სამკურნალო თვისებები მოქმედებს როგორც დამატენიანებელი და ასევე ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს შეამცირებს კანის ანთებას და ამოიღებს მუქ ლაქებს. სცადეთ დღესვე, რომ ხვალ გქონდეთ სუფთა და ჯანსაღი კანი!

Facebook კომენტარები