საცხობი სოდა კოსმეტიკური მიზნებისათვის – ნახეთ როგორ გეხმარებათ ეს ინგრედიენტი სილამაზის შენარჩუნებაში!

საცხობი სოდა დიდი ხანია გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ კოსმეტიკური მიზნებისთვისაც. საცხობი სოდის გამოყენებით შეგიძლიათ იაფად, მაგრამ ეფექტურად იზრუნოთ თქვენს სახეზე, სხეულზე და თმაზე.

1. გააკეთეთ ეფექტური პილინგი.

დაამატეთ მწიკვი სოდა თქვენს შამპუნს ან ტანის ლოსიონს, შეგიძლიათ დაიყაროთ ის პირდაპირ ხელის გულზე. ააქაფეთ და ნაზი მოძრაობებით წაისვით სახეზე. შეიზილეთ სახე რამდენიმე წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ეს სკრაბი ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან და ხსნის სახის ფორებს, ხდის კანს გლუვს და ნაზს. იდეალურია მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის, რადგან საცხობი სოდას აქვს დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

2. ნიღაბი პრობლემური კანისთვის.

შეურიეთ 2 ს.კ. ფქვილი ან სახამებელი 1 ჩაის კოვზი სოდასთან ერთად. ნარევს ვაზავებთ თბილ წყალში, სანამ არ გახდება ნაღები და წაისვით ნიღაბი გაწმენდილ სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით, გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყალით დასველებული ბამბის ტამპონით. გააკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ.

3. გაიწმინდეთ თმა ზედმეტი „ქიმიისგან“.

სოდა შესანიშნავად აშორებს თმას ცხიმს და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებს – გელებს, ლაქებს, ჭარბ ნიღბებს და ა.შ. ჩვენ ჩვეულებრივ შამპუნს ვურევთ სოდას თანაფარდობით 4:1, შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად. თმა ასეთი პროცედურის შემდეგ გახდება რბილი და ბზინვარე. ეს ნარევი ძალიან ნაზია შეღებილ თმაზე.

4. გაითეთრეთ კბილები.

ეს რბილი აბრაზიული სკრაბი აშორებს ლაქებს კბილებიდან კბილის მინანქრის დაზიანების გარეშე. კბილების გახეხვისას კბილის პასტასთან ერთად ჯაგრისზე დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა.

5. მოიცილეთ ღრძილების ანთება.

თუ ღრძილები გტკივათ, სოდა შეურიეთ ცოტა წყალს. წაისვით თითებით ღრძილების ხაზის გასწვრივ და შეიზილეთ ნაზად წრიული მოძრაობით.

6. სუნს პირიდან ვაშორებთ.

გამოივლეთ პირში დღეში რამდენჯერმე სოდის ხსნარი – 1 ჩაის კოვზი სოდა + 1 ჭიქა თბილი წყლი. ასევე, სოდის ხსნარი ხელს უწყობს იღლიის ოფლის მძაფრი სუნის და ფეხის უსიამოვნო სუნის მოცილებას.

7. მოიცილეთ შეშუპება.

სოდა გამოიყენება ქუთუთოების შეშუპებისა და თვალების ქვეშ უპეების სამკურნალოდ. ვამზადებთ სოდის ხსნარს (1 ჭიქა წყალზე 1 ჩ/კ სოდა) ან ვამატებთ სოდას საძილე ჩაის, ხსნარში დავასველებთ ბამბის ბალიშებს, ოდნავ გავწურავთ და ქუთუთოებზე ან თვალის ქვეშ 10-15 წუთით იჩერებთ.

Facebook კომენტარები