10 უმარტივესი და ყველაზე ეფექტური ნიღაბი თვალის ირგვლივ კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!
ძვირადღირებული კრემებისა და შრატების შესანიშნავი ალტერნატივა!
თვალების ირგვლივ არე, პირველ რიგში, ასაკის მანიშნებელია... ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური ნიღბები, რომლებიც გამოცდილია და დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. ეფექტურობა გამოცდილია!
ნიღბის წასმამდე რეკომენდირებულია სახე დაიბანოთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ქუთუთოების ირგვლივ კანი ძალიან თხელი, ნაზი და ცხიმს მოკლებულია, შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ ფრთხილად და დელიკატურად.
1.ოხრახუშის ნიღაბი არაჟნით
წვრილად დაჭერით ოხრახუშის რამდენიმე ყლორტი, შეურიეთ ორ ჩაის კოვზ უცხიმო არაჟანს. მიღებული ნაზავი წაისვით ქუთუთოებზე, ზემოდან დაფარეთ სველი ბამბის ბალიშებით. გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2.ოხრახუშის ნიღაბი კარაქით მშრალი კანისთვის
წვრილად დაჭერით ერთი მუჭა ოხრახუში. დააბლენდერეთ მწვანილი ერთი სუფრის კოვზი დარბილებული კარაქის დამატებით და წაისვით ქუთუთოებზე, 10-15 წუთის შემდეგ ნაზად მოიშორეთ ბამბის საფენით.
3.ოხრახუშის ფესვის ნიღაბი შეშუპებისთვის
გარეცხეთ ოხრახუშის ფესვი, გახეხეთ წვრილ სახეხზე და წაისვით ქუთუთოებზე, გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4.მოხარშული კარტოფილის ნიღაბი
მოხარშული კარტოფილი კანში, გაჭერით ორ ნაწილად, ოდნავ გააგრილეთ და დაიდეთ თვალებზე 10 წუთის განმავლობაში.
5.უმი კარტოფილის, რძის და ფქვილის ნიღაბი
გარეცხეთ კარტოფილი და წვრილად გახეხეთ სახეხზე. მასის ერთი სუფრის კოვზს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თბილი რძე და ერთი ჩაის კოვზი ფქვილი. წაისვით ქუთუთოებზე, გაიჩერეთ 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
6.ბანანის ნიღაბი
ბანანის მეოთხედის რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ, წაისვით ქუთუთოებზე, დაფარეთ ნესტიანი ქსოვილით. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.
7.ნიღაბი ხაჭოთი და არაჟნით
ხაჭო დავაბლენდეროთ არაჟანთან ერთად სქელი ნიღბის მიღებამდე. წაისვით კანზე თვალების ირგვლივ სქელი ფენით. 15 წუთის შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ.
8.შვრიის ნიღაბი კანის დაბერებისთვის
შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი შვრიის ფაფა ერთ სუფრის კოვზ თბილ რძეს. დაელოდეთ ფაფის შესქელებას. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში.
9.კიტრის ნიღაბი სიახლისა და დატენიანებისთვის
ორი ნაჭერი კიტრი, გაიჩერეთ ქუთუთოებზე 15 წუთის განმავლობაში. კიტრი ძალიან კარგი საშუალებაა დატენიანებისთვის, ერთფეროვანი ფერისთვის და სიკაშკაშისთვის.
10.ჩაის კომპრესა დაღლილობის, შეშუპებისა და თვალების ქვეშ დაღლილობის ნიშნების მოსახსნელად
მოდუღების შემდეგ ოდნავ გაციებულ ჩაის პაკეტებს ქუთუთოებზე ვათავსებთ და 15 წუთი ვასვენებთ.
თქვენ არ გჭირდებათ ძვირადღირებული კრემები! იყავი ლამაზი ამ ბუნებრივი და მარტივი საშუალებების დახმაებით! დაამტკიცეთ რომ ასაკი ნამდვილად მხოლოდ რიცხვებია და შეინარჩუნე ახალგაზრდული იერი!