სარეცხი საპონი სილამაზის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობისთვის!
სარეცხი საპონი არ არღვევს კანის მიკროფლორას, აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური თვისებები.
სახლში სარეცხი საპნით ვმკურნალობთ:
- მსუბუქი დაზიანების, დამწვრობის, კატის ნაკაწრის შემთხვევაში, მაშინვე ჩამოიბანეთ ჭრილობა სუფთა წყლით, შემდეგ წაისვით სარეცხი საპონი. არ გაგიჩნდებათ დაჩირქება და ბუშტუკები.
- თუ თქვენ გაწუხებთ ბუასილი - რეგულარულად დაიბანეთ ცივი წყლით და სარეცხი საპნით.
- გრიპის ეპიდემიის დროს, გარეთ გასვლისას, დაიბანეთ ცხვირი სარეცხი საპნით. ავადმყოფობის პირველივე ნიშნის დროს გააკეთეთ იგივე პროცედურა. ცხვირიდან გამონადენი გაქრება და დაავადებაც გაქრება.
- სოკოვანი დაავადებები თითებსა და ტერფებზე, სარეცხი საპონით გაქრება. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ თქვენ იმყოფებით საზოგადოებრივ აუზში, საშხაპეში, აბაზანაში.
სანიტარია:
- სარეცხი საპონი, როგორც ანტისეპტიკური. გამოიყენეთ ოთახების დეზინფექციისთვის და მათეთრებლის ნაცვლად.
- ძველად სარეცხის საპნით ირეცხება იატაკი, კარ-ფანჯრები, საბაზანო, მაცივარი და გაზქურა.
- ის უნდა გამოიყენოთ წინდების, თეთრეულის, საბავშვო სარეცხის გარეცხვისას.
კოსმეტოლოგია:
- საპონი გამოიყენება თავის დასაბანად. თუ თმას რეგულარულად იბანთ სარეცხი საპნით, მაშინ თმა არა მხოლოდ გასქელდება, არამედ ქერტლიც გაქრება. კარგად დაიბანეთ და ჩამოიბანეთ ლიმონიანი წყლით. თმა გახდება სქელი და სკალპი კი ჯანსაღი.
- თუ სახის კანი გაქვთ პრობლემური, კვირაში ორჯერ დაიბანეთ სახე სარეცხი საპნით. დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ კარგი დამატენიანებელი კრემი.
სარეცხი საპნის გამოყენების სარგებელი დიდია და რაც მთავარია, ის საერთოდ არ არის საშიში.