როგორ შევამციროთ სახეზე გამონაყარის სიწითლე და მათი ზომა ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფიანი საშუალებით!
თუ თქვენ მოულოდნელად გაგიჩნდათ სახხეზე გამონაყარი, რომლის მოშორებაც გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული ასპირინი წყალში მისი ზომისა და სიწითლის შესამცირებლად.
იყავით ფრთხილად ამ მკურნალობის გამოყენებისას, რადგან ასპირინის მსგავსი გამოყენების გრძელვადიანი ეფექტი ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ ასპირინი სისხლის გამათხელებელია და სახეზე ზედმეტად ბევრი ასპირინის გამოყენება (სადაც კანი მას სისხლში შეიწოვს) შეიძლება არ იყოს სასარგებო თქვენთვის.
ასპირინის გამოყენება სახეზე:
- დაფქვით 1 ასპირინი კარგად რომ სახის კანი არ დაიზიანოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ 1-დან 3-მდე ასპირინი, მაგრამ არ გამოიყენოთ ამაზე მეტი.
- დაქუცმაცებული ასპირინი შეურიეთ წყალს. თქვენ დაგჭირდებათ 2 წილი წყალი და 1 ნაწილი ასპირინი.
- სანამ გამოიყენებთ, ჯერ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და/ან სპირტით, რათა არ მოხვდეს ახალი ბაქტერიები თქვენს კანზე.
- წაისვით მომზადებული მასა პირდაპირ გამონაყარზე (ან მუწუკზე).
- დაიტოვეთ ასპირინი 15 წუთის განმავლობაში.
არ გირჩევთ ასპირინის დატოვებას კანზე 15 წუთზე მეტხანს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანი შეიწოვს უამრავ ასპირინს თქვენს სისხლში, სადაც ის დარჩება გარკვეული დროის განმავლობაში.
- გამოიყენეთ სუფთა, სველი ხელსახოცი ასპირინის მოსაშორებლად. ეს ასევე შეიძლება იყოს მსუბუქი, ნაზი აქერცვლის შესაძლებლობაც.
გამონაყარის და აკნეს შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საშუალებებიც:
- გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი - ჩაის ხის ზეთს შეუძლია შეამციროს დაზიანებები და ის წარმატებით ებრძვის აკნეს. წაისვით ცოტა ჩაის ხის ზეთი თქვენს მუწუკზე, სანამ არ გაქრება.
- წაისვით უმი კარტოფილის ნაჭერი კანზე - გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ კარტოფილის სახამებელი კანიდან ცივი წყლით.