დალიეთ ეს სასმელი დილით და მეორე დღეს თქვენ თავს გაცილებით მხნედ და ახალგაზრდულად იგრძნობთ!!

გემო სპეციფიკურია, მაგრამ შედეგი გასაოცარია!

დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ადამიანი ხარჯავს უამრავ ფულს სხვადასხვა პროცედურებზე, პერსონალურ ტრენერებსა და კრემებზე, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.

თუმცა, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ამ ყველაფრის მიღწევის იაფი გზა არსებობს!

დაბერების პროცესი ბუნებრივი პროცესია და ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეანელოთ ის.

კურკუმა არის უაღრესად სასარგებლო სანელებელი ძლიერი სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი თვისებებით, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინურ და აიურვედულ (ინდურ) მედიცინაში.

კანისა და მთელი სხეულის გაახალგაზრდავების უნარის გამო, ყველა დერმატოლოგი გვირჩევს კურკუმას ანტიოქსიდანტურ დიეტასთან ერთად გამოყენებას. კურკუმა მდიდარია კურკუმინოიდებით, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ საოცარ სანელებელს აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რის გამოც იაპონიის კუნძულის ოკინავას მოსახლეობა საშუალოდ 80 წელზე მეტხანს ცხოვრობს.

ამრიგად, ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც იყენებს კურკუმას სასარგებლო თვისებებს და დაგეხმარებათ 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

ამ სანელებლის რეგულარული გამოყენება შავ წიწაკასთან ერთად ჯანმრთელობის წარმოუდგენელ სარგებელს მოგცემთ.

ამ გასაოცარ რძეს აქვს სპეციფიკური გემო, შავი პილპილის მკვეთრი არომატის გამო, რომელიც ხელს უწყობს კურკუმას შეწოვას და აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

აი, როგორ გააკეთოთ ოქროს რძე, ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელი:

დასაწყისისთვის, თქვენ უნდა მოამზადოთ კურკუმას პასტა:

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჭიქა კურკუმას ფხვნილი
  • 1/2 ჭიქა გაფილტრული წყალი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა

მომზადება:

  1. თასში აურიეთ ყველა ინგრედიენტი და გააცხელეთ ნარევი საშუალო ცეცხლზე.
  2. კარგად აურიეთ სანამ არ მიიღებთ სქელ მასას.
  3. ნარევი ცოტა გაცივდეს და შემდეგ  შედგით მაცივარში.

როგორ მოვამზადოთ ოქროს რძე:

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩაის კოვზი კურკუმას პასტა
  • 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 ჭიქა ნუშის რძე
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა ქვაბში.
  2. გააცხელეთ ისინი საშუალო ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. შემდეგ ჩაასხით ჭიქაში და დაუმატეთ თაფლი.
  4. ოქროს რძე მზად არის დასალევად!

მიღების წესი:

ეს სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ და დადებით ეფექტს ძალიან მალე შეამჩნევთ.

Facebook კომენტარები