როგორ მოვიშოროთ სწრაფად შავი წერტილები სახეზე სახლის პირობებში – მარტივი რეცეპტი!

სახის კანის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს შორის ყველაზე ხშირია ეგრეთ წოდებული „შავი წერტილების“ გამოჩენა ცხვირზე, შუბლზე და ლოყებზე. სანამ გაიგებთ, თუ როგორ მოიცილოთ სამუდამოდ შავი წერტილები სახის კანიდან სახლში დამზადებული ხელნაკეთი ნიღბით, უნდა იცოდეთ, რატომ ჩნდებიან ისინი, რა არის მათი ბუნება რომ შეზლოთ თავიდა იცილოთ მათი გაჩენა!

„შავი წერტილები“ ​​ანუ კომედონები კანში ცხიმოვანი ჯირკვლების სადინარების ბლოკირების შედეგია.

თუ პრობლემა არ მოგვარდა,მათი ზომა შეიძლება გაიზარდოს და ძალიან მარტივი შესამჩნევი გახდეს სხვა ადამიანების მხრიდან. ცხვირზე და სახის კანის სხვა ნაწილებზე კომედონების გამოჩენის მთავარი მიზეზი არის ცხიმის დაგროვება მკვდარი ეპითელური უჯრედების ნარჩენებთან ერთად ცხიმოვან სადინარებში.

როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახეზე და თავიდან აიცილოთ უარყოფითი შედეგები ეპიდერმისზე მცირე ჭრილობების ან წყლულების სახით?

შეგიძლიათ სწრაფად გაიწმინდოთ კანი ცილოვანი ნიღბით:

  • 1 ს.კ. კოვზი შაქარი,
  • 2 ჩაის კოვზი საკვები ჟელატინი,
  • 1 კვერცხის ცილა.

როგორ გამოვიყენოთ:

ისინი მანამ უნდა დაიტანოთ სახეზე, სანამ შაქარი მთლიანად დაიშლება. შემდეგ მიღებული ნარევის გაშრებას უნდა დაელოდოთ. რაც დარჩება წაისვით უკვე გამშრალზე და დაიწყეთ ინტენსიურად “მოფერებას” მთელ სახეზე თითებით და ხელისგულებით. ხელებსა და სახის კანს შორის წარმოიქმნება წებოვანი მასა, რომელიც აშორებს ყველაფერს ფორებიდან. თქვენ უნდა გააგრძელოთ ხელის შეხება მანამ, სანამ არ შეწყდება კანზე წებოვნება. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ გრილი წყლით და წაისვით სახეზე დამატენიანებელი.

გამოყენების სიხშირე:

ამ მეთოდის გამოყენებით შავი წერტილების სრულად მოსაშორებლად საჭიროა ნიღაბი კვირაში რამდენჯერმე წაისვათ.

  • მშრალი კანის მფლობელებმა ეს ნიღაბი უნდა წაისვათ მხოლოდ შავი წერტილების დაგროვების ადგილებში: ცხვირზე, ნიკაპზე, შუბლის ნაწილზე.
  • ცხიმიანი კანის მქონე ქალებს შეუძლიათ ნიღბის წასმა მთელ სახეზე.

ეს ნიღაბი საკმაოდ ეფექტურია, პირველივე გამოყენებაზე ნახავთ მის შედეგს. არ დაიზაროთ სახის კანის მოვლა და თუ ამ რეცეპტით ისარგებლებთ, შედეგი გაგვიზიაარეთ.

Facebook კომენტარები