საუკეთესო რჩევები კანზე ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად. ბუნებრივი და ეფექტური საშუალებები!

ციტრუსის ექსტრაქტი ლიმონის წვენიდან

ციტრუსებს აქვთ C ვიტამინის მაღალი დონე, რომელიც კლინიკურად დადასტურებულია, რომ აღიავებს კანს და სახეზე ყავისფერ ლაქებს, კანის ზედა ფენის დაზიანების გარეშე. ძირტკბილას ექსტრაქტის მსგავსად, ვიტამინი C ასევე აფერხებს მელანინის გამომუშავებას.

გამოყენება: წაისვით ლიმონის წვენი 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით

კეფირი

კეფირი შეიცავს რძემჟავას, რომელიც ხელს უწყობს კანის აქერცვლას და ყავისფერი ლაქების გაღიავებას.

გამოყენება: წაისვით კეფირი თქვენს ყავისფერ ლაქებზე ბამბის ტამპონით. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, სანამ ადგილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი ან აკნე, შეგიძლიათ კეფირის რძესაც დაუმატოთ ლიმონის წვენი.
კიდევ ერთი ვარიანტია შეურიოთ ოთხი ჩაის კოვზი კეფირი და ორი ჩაის კოვზი პომიდვრის წვენი და შემდეგ წაისვით ეს ნარევი დაზიანებულ კანზე.
გაიმეორეთ რომელიმე ეს საშუალება დღეში ერთხელ ან ორჯერ, სანამ შედეგით კმაყოფილი არ იქნებით.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ეფექტური საშუალებაა კანის მრავალი პრობლემის, მათ შორის ყავისფერი ლაქების სამკურნალოდ. ეს ხელს შეუწყობს ლაქების უფრო სწრაფად გაშრობას და გაქრობას.

გააზავეთ ვაშლის ძმარი თანაბარი რაოდენობით წყალში. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი. წაისვით ეს საშუალება ყავისფერ ლაქებზე და ჩამოიბანეთ რამდენიმე წუთის შემდეგ. გააკეთეთ ეს დღეში ერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში ან სანამ არ მიიღებთ დადებით შედეგს.

ალტერნატიულად, შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი რამდენიმე სუფრის კოვზ ფორთოხლის წვენს. წაისვით დაზიანებულ ადგილზე და ჩამოიბანეთ სანამ მთლიანად არ გაშრება. გაიმეორეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ ოთხიდან ხუთ კვირამდე.

ალოე ვერა

75-ზე მეტი სხვადასხვა საკვები ნივთიერებით, ფერმენტების, ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების ჩათვლით, ალოე ვერა სავსეა სამკურნალო თვისებებით. ალოე ვერა ასევე სასწაულებრივი წამალია ნაწიბურებისა და სახეზე ყავისფერ ლაქების გასანათებლად, ხოლო ის შეიცავს ბუნებრივ სალიცილის მჟავას, რომელიც ებრძვის აკნეს.

Facebook კომენტარები