mobliurebi
mobliurebi

ნუ უწოდებთ მას სარეველას, ეს ბალახი არის ერთ-ერთი საუკეთესო მცენარე თქვენი ჯანმრთელობისთვის! ვერასოდეს ვიფიქრებდი! 

ის იზრდება თითქმის ყველა ეზოში!

დანდური  არის სარეველა, რომელიც იზრდება თქვენს ეზოში. მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივი არ არის.

ცოტა რამ დანდურის შესახებ:

დანდური სათავეს იღებს სპარსეთსა და ინდოეთში, მაგრამ დღეს ის იზრდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. ზოგიერთ კულტურაში მას ზრდიან და იყენებენ კულინარიაში, ხოლო სხვა ქვეყნებში მას მხოლოდ სარეველად მიიჩნევენ, რომელიც ნაგავში სხვა სარეველებთან ან დამპალ ფოთლებსა და ღეროებთან ერთად იყრება.

დანდური ცნობილია ხორციანი ფოთლებით და პატარა ყვითელი ყვავილებით. შესაძლოა გარეგნულად - ეს არ არის ყველაზე ლამაზი მცენარე, მაგრამ მისი სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

How to Grow Purslane FB

დანდური მდიდარია C და B ვიტამინებით, ის ამავდროულად შეიცავს ორი ტიპის ბეტალაინ ალკალოიდის პიგმენტებს, ყვითელ ბეტა-ანტისს და წითელ ბეტა-კიანის, ეს ორივე პიგმენტი ორგანიზმის არაჩვეულებრივი დეტოკსიკანტია.

სახელწოდებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით:
იმერული, გურული – უკვდავა ფხალი, ძირწითელა, წითელძირა;
ლეჩხუმური – წითელკინწა;
აჭარული – თაგვაყურა, თიკნიყურა;
მთიულური – ხველის წამალი, დაჭრილაის წამალი;
კახური – კლდის დანდური;
მეგრული – მაპაღურაია, ჯიჭითა, ჯინჭითა;
სვანური – მუსტუნილ.

მყარი თესლი.

დანდურის თესლი ძალიან ძლიერია და ისინი ინარჩუნებენ თავის სასარგებლო თვისებებს დაახლოებით 40 წლის განმავლობაში.

ამ მცენარეს აქვს სუპერ ძლიერი და საოცარი თვისებები. ზოგიერთი იყენებს მას იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, დანდური არის A ვიტამინის ყველაზე მდიდარი წყარო მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის ჯგუფში. ვიტამინი A ცნობილია მხედველობის გაუმჯობესების უნარით.

ძლიერი ანტიოქსიდანტი.

ეს მცენარე შეიცავს ორ სახეობის ბეტალაინის ალკალოიდულ პიგმენტებს. თითოეული მათგანი ცნობილია თავისი ძლიერი ანტიმუტაგენური და ანტიოქსიდანტური ეფექტებით. პურსლანი მდიდარია C ვიტამინით, B ვიტამინებით, მათ შორის ნიაცინი და რიბოფლავინი, კაროტინოიდები და მიკროელემენტები, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და რკინა.

დანდური მართლაც ძალიან ჯანსაღი მცენარეა. ვის სჭირდება ძვირადღირებული დანამატები, როცა ასეთი ძლიერი მცენარე გვაქვს ეზოში?

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება