როგორ გამოვიყენოთ ეს მცენარე უძილობისგან თავის დასაღწევად? ამის შემდეგ ბავშვივით დაგეძინებათ!

როგორ გამოვიყენოთ ეს მცენარე უძილობისგან თავის დასაღწევად? ამის შემდეგ ბავშვივით დაგეძინებათ!

უძილობა ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილი პრობლემაა. ძილის ნაკლებობა სერიოზულად მოქმედებს ჯანმრთელობასა და მთლიან კეთილდღეობაზე.

ბევრი მიმართავს საძილე აბებს, მაგრამ ისინი ხშირად იწვევენ უამრავ გვერდით მოვლენებს.

ითვლება, რომ უძილობის გამომწვევი მიზეზებია სოციალური, ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა, ასევე ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემა, მაღალი წნევა, დეპრესია, სტრესი, შფოთვა.

ძილის ნაკლებობა იწვევს უამრავ უსიამოვნო სიმპტომს, როგორიცაა:

  • კუჭის აშლილობა
  • ყურადღების დეფიციტის დარღვევა
  • დაღლილობა
  • გაღიზიანება და გაბრაზება
  • ენერგიის ნაკლებობა
  • დათრგუნვა
  • თავის ტკივილი ან შაკიკი
  • შემეცნებითი ფუნქციის დაქვეითება
  • შფოთვა
  • კოორდინაციის ნაკლებობა
  • ცუდი მეხსიერება

ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და საშიშიც კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საერთოდ, უძილობა ძირითადად ხანდაზმული ან საშუალო ასაკის მოზარდების პრობლემაა და უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ამიტომ, თუ თქვენ განიცდით ამ სიმპტომებს, უნდა დააკვირდეთ, გაწუხებთ თუ არა უძილობა.

საძილე აბები პრობლემას ოდნავ ამსუბუქებს, მაგრამ მეორეს მხრივ იწვევს სხვადასხვა საშიშ გვერდით მოვლენებს, კერძოდ:

  • დღის ძილიანობა
  • თავბრუსხვევა
  • წვა ან ჩხვლეტა კიდურებში
  • ყაბზობა
  • მეტეორიზმი
  • მადის ცვლილებები
  • დიარეა
  • თავის ტკივილი
  • გონებრივი შენელება/დაქვეითებული მეხსიერება და კონცენტრაციის პრობლემები
  • გულძმარვა
  • ყელის და პირის სიმშრალე
  • კუჭის ტკივილი და მგრძნობელობა

როგორც ჩანს, ამ გვერდითი ეფექტების სია გაცილებით გრძელია, ვიდრე უძილობის სიმპტომების ჩამონათვალი. ამიტომ სავსებით ლოგიკურია ამ პრობლემის ბუნებრივი გადაწყვეტის პოვნა.

საბედნიეროდ, არსებობს სრულიად ბუნებრივი გზა უძილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომელიც სრულიად უვნებელია. მუსკატის კაკალი თქვენი პრობლემის გამოსავალია!

დადასტურებულია, რომ მუსკატის კაკალი შესანიშნავია უძილობის პრობლემებისთვის. მასში მაღალია მირისტიცინი, ორგანული ნაერთი, რომელიც ხელს უშლის სტრესით გამოწვეული ფერმენტების გამომუშავებას და სტრესი ცუდი ძილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

საკმარისია ¼ ჩაის კოვზი მუსკატის ფხვნილი შეურიოთ ერთ ჭიქა წყალს და დალიოთ ეს სასმელი ძილის წინ 30 წუთით ადრე.

თუმცა, ნუ გადააჭარბებთ მუსკატს, რადგან, მიუხედავად მისი შესანიშნავი თვისებებისა, ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მისი გადაჭარბებული გამოყენება იწვევს აღზნებადობას.

ასევე, მისი რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

Facebook კომენტარები