ეს ჩაი გაციებისას მოგაშორებთ ფილტვებიდან ტოქსინებს და ჩააქრობს ანთებას!

ეს ჩაი გაციებისას მოგაშორებთ ფილტვებიდან ტოქსინებს და ჩააქრობს ანთებას!

გაციების ან სხვა რესპირატორული დაავადების შემთხვევაში რეკომენდირებულია ხველის სიროფის გამოყენება, მაგრამ ამ სიროფების უმეტესობა იძლევა მხოლოდ მყისიერ შედეგს და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტები ხშირი გამოყენების შემთხვევაში, როგორიცაა:

  • ძილიანობა
  • გულისრევა
  • ღებინება
  • გართულებული სუნთქვა
  • გამონაყარი
  • თავბრუსხვევა
  • ქავილი

ქრონიკული რესპირატორული პრობლემების დროს, როგორიცაა ასთმა ან ბრონქიტი, ექიმები ხშირად უნიშნავენ კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც მიიღება ინჰალატორის საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პაციენტს ესაჭიროება ეს წამლები, კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ზრდის სოკოვანი ინფექციების რისკს და ასუსტებს იმუნურ სისტემას.

საბედნიეროდ, არსებობს ხალხური ჩაი, რომელიც შეიძლება იყოს შესანიშნავი ალტერნატივა ასეთი წამლებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ხალხი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა ქერიფქლას (ან დათვის ყური, ან სამეფო კვერთხი), როგორც რესპირატორული პრობლემების ეფექტურ სამკურნალო საშუალებას. ეს არის ჩვეულებრივი ბალახი, რომელიც იზრდება მსოფლიოს ყველა კუთხეში.

healthbenefitsofmulleinteamain2020

საიდუმლო ის არის, რომ ეს მცენარე შეიცავს საპონინებს, ნაერთებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი. ამრიგად, ქერიფქლა აშორებს ზედმეტ ლორწოს ფილტვებიდან.

გარდა ამისა, მას აქვს ძლიერი დამარბილებელი თვისებები, ე.ი. ამშვიდებს ყელს და ხსნის ხშირი ხველით გამოწვეულ ტკივილს. ამრიგად, ის შესანიშნავია სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმის დროს.

როგორ მოვამზადოთ ეს მცენარეული ჩაი:

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის კოვზი ქერიფქლას ფოთლები
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 1-2 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ)
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა (სურვილისამებრ)

მომზადების მეთოდი:

  1. ადუღეთ წყალი და საწურით ჩაყარეთ მასში ქერიფქლას ფოთლები.
  2. ცალკე საწურში დაამატეთ პიტნა.
  3. გააჩერეთ ჩაი 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ თაფლი გემოს გასაუმჯობესებლად.

ეს ჯანსაღი ჩაი დაგეხმარებათ ყველა სახის რესპირატორული პრობლემის მკურნალობაში და ასევე მოგიხსნით ტკივილს და შეშუპებას სუნთქვის ქრონიკული პრობლემების დროს.

მისი შეძენა შეგიძლიათ დიდ სუპერმარკეტებში.

Facebook კომენტარები