სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და დეტოქსიკაციის ეფექტით.

ქოქოსის სასარგებლო თვისებების და ერთ-ერთი საუკეთესო სანელებლის – კურკუმას წყალობით, ეს სასმელი საუკეთესოა, რითაც შეგიძლიათ გააჯანსაღოთ თქვენი სხეული. ორივე პროდუქტს აქვს შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც შესანიშნავად ათავისუფლებს ნებისმიერ ტკივილს.

ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციით, თქვენ მიიღებთ ძლიერ სამკურნალო საშუალებას. გთავაზობთ შეაერთოთ 7 ინგრედიენტი და მიიღოთ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რეცეპტი. დამიჯერეთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ საშუალების ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და დეტოქსიკაციის ეფექტი.

ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ როგორ გამოიყენოთ ქოქოსის რძე და კურკუმა ანთების საწინააღმდეგოდ და სხეულის დეტოქსიკაციისთვის.

გსმენიათ ოდესმე “ოქროს რძის” შესახებ? ამ სასწაულებრივ სასმელს საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს და ძილის წინ სასიამოვნო დასალევია.

კურკუმა მთავარი ინგრედიენტია.

რეცეპტი:

ნაბიჯი 1 – მოამზადეთ კურკუმას პასტა.

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჭიქა კურკუმას ფხვნილი;
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი;
  • 1/2 ჭიქა გამოხდილი წყალი.

მომზადების მეთოდი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა ქვაბში და კარგად აურიეთ. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ, სანამ სქელ პასტას არ მიიღებთ.

დატოვეთ გასაციებლად. გადაიტანეთ მინის ქილაში და შედგით მაცივარში.

Turmeric paste

ნაბიჯი 2 – თავად „ოქროს რძის“ დამზადება

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ნუშის რძე (შეიძლება იყოს ქოქოსი)
  • 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი;
  • 1/4 ჩაის კოვზი კურკუმას პასტა (ან მეტი, თქვენი სულის სურვილის მიხედვით)
  • თაფლი გემოვნებით.

მომზადება:

ქვაბში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, არ დაგავიწყდეთ მორევა. მთავარია ნარევი ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ცოტა რომ გაცივდება, დაამატეთ ცოტა თაფლი გემოვნებით.

გაითვალისწინეთ:

რეკომენდებულია „ოქროს რძის“ დალევა ღამით. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 40 დღეს.

Facebook კომენტარები